რეგიონული ლიგა. თორი 0:9 ვიტ ჯორჯია II

13 ნოემბერი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის უკანასკნელი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები სტუმრად ბორჯომის თორს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით - 9:0 დაამარცხეს.

მატჩი ვეტერინართა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, ზვიად ნაჭყებიას მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დიმიტრი ხუციანიძემ ითამაშა, კარში თავით დაარტყა და გაიტანა - 1:0. თამაშის 30-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა, გოგა დანელიას გადაცემის შემდეგ ბორჯომელთა კარი ზურაბ მუსელიანმა აიღო - 2:0. დაპირისპირების 40-ე წუთზე ვეტერინარებმა მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს, ზურაბ მუსელიანის გადაცემით გოლი დიმიტრი ხუციანიძემ გაიტანა - 3:0.

თორის კარში კიდევ ერთი გოლი მატჩის 49-ე წუთზე დიმიტრი ხუციანიძემ გაიტანა - 4:0. მანვე დაპირისპირების 58-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი მიიწერა აქტივში, ამჯერად მას ასისტენტობა გოგა დანელიამ გაუწია - 5:0. გოგა დანელიამ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეხვერის 62-ე წუთზე მიითვალა, ამჯერად მისი პასის წყალობით გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 6:0. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგორეს, დიმიტრი ხუციანიძემ ბორჯომელთა კარში მორიგი გოლი გაიტანა - 7:0. შეხვედრის 67-ე წუთზე დიმიტრი ხუციანიძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა - 8:0. საფინალო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა, მატჩს წერტილი ზურაბ მუსელიანმა დაუსვა, მას ასისტენტობა დიმიტრი ხუციანიძემ გაუწია - 9:0.
 
თორი 0:9 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 0:1 ხუციანიძე (23’) 0:2 მუსელიანი (30’) 0:3 ხუციანიძე (40’) 0:4 ხუციანიძე (49’) 0:5 ხუციანიძე (58’) 0:6 მუსელიანი (62’) 0:7 ხუციანიძე (71’) 0:8 ხუციანიძე (67’) 0:0 მუსელიანი (85’)
 
თორი: გელაშვილი, შაყულაშვილი, ხაჩიძე, შერგელაშვილი, იაკობიძე, მელიქიძე, ოქრობელიძე, ღონღაძე, ალექსოვი, ტალახაძე, ჯავახიძე (თოდრაძე 75')
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, მაისურაძე (მეტრეველი 70'), ნაჭყებია, ამაშუკელი, ქისიევი, დანელია, ვაზაგაშვილი (ბერძნიშვილი 68'), პავლიაშვილი (ჩადუნელი 60'), მოგელაძე, ხუციანიძე, მუსელიანი
 
გაფრთხილება: ნაჭყებია
 
ამრიგად ვიტ ჯორჯიელებს 22 ტურის შემდეგ 50 ქულა დაუგროვდათ. ვეტერინარებმა გათამაშება მესამე პოზიციაზე დაასრულეს.
უკან დაბრუნება