ნიკა ქავთარაძემ ალბანელთა წინააღმდეგ საქართველოს 20-წლამდელთა კარი მშრალად შეინახა

14 ნოემბერი 2017
დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ გამართა. მოზარდმა ჯვაროსნებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს. ნაკრებში მიწვეულმა ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ, შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. მან თამაშიდან საკუთარი გუნდის კარი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან, პირველი ტაიმის მიწურულს კი პენალტის მოგერიებაც მოახერხა.
უკან დაბრუნება