ვიტ ჯორჯია VS გურია - ურთიერთშეხვედრების ისტორია

24 ნოემბერი 2017
25 ნოემბერს სეზონის უკანასკნელი ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. მცხეთა პარკზე ვეტერინარები ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებენ. მოახლოებული თამაშის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და გურია ერთმანეთს ოფიციალურად 17-ჯერ შეხვდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქის დამარცხება 9 შემთხვევაში მოახერხა, 3 მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა, 5 თამაში კი ლანჩხუთელთა სასარგებლოდ. ბურთების შეფარდება ვეტერინართა მხარესაა 28:14.


უკან დაბრუნება