ვიტ ჯორჯია VS გურიას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის

24 ნოემბერი 2017
25 ნოემბერს ეროვნული ლიგა ორის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის გურიას დაუხვდება. ხსენებულ მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას კ. სადილიანი  და მ. კუპატაძე გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს ა. აფციაური შეასრულებს.

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთა მხრიდან გიორგი ვეკუა დააკლდება, ლანჩხუთის გურიას კი ამავე მიზეზით ლევან შარიქაძე ვერ დაეხმარება.
 
უკან დაბრუნება