ეროვნული ლიგა 2. ვიტ ჯორჯია XXXVI ტურში საუკეთესოა

28 ნოემბერი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXXVI ტურის სტატისტიკური მონაცემები.

ეროვნული ლიგა ორის 2017 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში ვიტ ჯორჯიელებს საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ წარმატებულ გუნდურ ტექნიკა-ტაქტიკურ მოძრაობებში. აღნიშნულ კომპონენტში მეორე საფეხურზეა რუსთავი, მესამე კი ბოლნისის სიონი გახლავთ.

36-ე ტურის მონაცემების გათვალისწინებით კარში დარტყმის კომპონენტში ვიტ ჯორჯიელები მესამე ადგილზე იმყოფებიან. პირველია ცხინვალი, მეორე კი რუსთავი.

სეზონის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ 6 კუთხური მოაწოდა, ამ კომპონენტში ვეტერინარები მარტვილის მერანს ჩამორჩნენ - 7, მესამე კი ცხინვალია.

ოცდამეთექვსმეტე ტურში ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბურთის ფლობის კომპონენტში საუკეთესოა - 64%, მეორეა რუსთავი - 55%, მესამე კი ბოლნისის სიონი - 54%.

ვეტერინარებმა უკანასკნელ ტურში მეტოქეს ყველაზე მეტჯერ შეუტიეს. შეტევები და ფლანგიდან შეტევები. ამ ორ კომპონენტში სამეული იდენტურად დაკომპლექტდა. ვიტ ჯორჯია - 116, სამგურალი - 113, სიონი - 109.

მორიგი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები ლიდერობა არავის დაუთმეს ზუსტი გადაცემები გახლავთ. მეორე საფეხურზეა რუსთავი, მესამე პოზიციას იკავებს სიონი.

ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდის საჯარიმოში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულეს, ამ მხრივ მეორეა ტყიბულის მეშახტე, მესამე კი სიონი.

მოწინააღმდეგის საჯარიმოში ზუსტად შესრულებული ჩაწოდებები. ვიტ ჯორჯია აქაც პირველია. მეორეა მეშახტე, მესამე კი რუსთავი.

ზუსტი გადაცემების სიჩქარე, ამ კომპონენტშიც არავის დაუთმეს ლიდერობა ჩვენმა ფეხბურთელებმა - 15,4 მაჩვენებლით. მეორე და მესამე პოზიციას თანაბარი მაჩვენებლით სიონი და ზუგდიდი იყოფენ - 14,8.

მწვავე გადაცემები - ვეტერინარები აქაც პირველები არიან. მეორეა სიონი, მესამე კი მერანი.

მოწინააღმდეგის ნახევარზე  ვიტ ჯორჯიელებმა გასულ ტურში ბურთი ყველაზე მეტჯერ მოიპოვეს და შესაბამისად ვეტერინარები აქაც ლიდერები არიან. მეორეა რუსთავი, მესამე კი გურია.

გასულ ტურში წარმატებული ტექნიკა-ტაქტიკური მოძრაობების მხრივ საუკეთესოდ ვიტ ჯორჯიელი გიორგი ვაზაგაშვილი დასახელდა. მეორე პოზიციაზეა ირაკლი ქათამაძე (რუსთავი), მესამეზე საფეხურზეა კიდევ ერთი ვიტ ჯორჯიელი ალეკო ჩაკვეტაძე.

აწ უკვე დასრულებული ჩემპიონატის ბოლო ტურში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ვიტ ჯორჯიელთა ნახევარმცველმა, გიორგი ვაზაგაშვილმა შეასრულა - 88%, მეორეა ირაკლი ქათამაძე (რუსთავი) – 85%, მესამე კი კიჭი მელიავა (მერანი) – 77%. საგულისხმოა, რომ ამ კომპონენტში 4-7 ადგილებზე ვიტ ჯორჯიელები - ალეკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი, დათო საჯაია და ირაკლი კამლაძე იმყოფებიან.

უკანასკნელ ტურში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი გადაცემა ვიტ ჯორჯიელმა გიორგი ვაზაგაშვილმა მიიღო - 93. მეორეა ირაკლი ქათამაძე (რუსთავი) – 84, მესამე კი კიჭი მელიავა - 64.

კიდევ ერთი კომპონენტი სადაც ვიტ ჯორჯიელები დომინირებენ, წყვილებს შორის გადაცემაა. მართალია პირველი პოზიცა მარტვილელთა დუეტმა მელიავა-ჯიქიამ დაიკავა - 42, თუმცა 2-7 ადგილები ვეტერინარებით გახლავთ დაკომპლექტებული: საჯაია-ვაზაგაშვილი 33, საჯაია-ჩიტიშვილი 33, ვაზაგაშვილი-ჩაკვეტაძე 31, ვაზაგაშვილი-ჩიტიშვილი 30, დავლაშელიძე-ვაზაგაშვილი 30, კამლაძე-ჩაკვეტაძე 29.

ყველაზე მეტი გადაცემა მეტოქის საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა შეასრულა - 67%, მეორეა კიჭი მელიავა, მესამეა შოთა ჯიქია (ორივე მერანი) – 50%.

დრიბლინგი - ამ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელი ბექა კაკუშაძე მესამეა, პირველია ზვიად სიხარულია, მეორე კი გიორგი ჭეიშვილი (ორივე სიონი).

ვიტ ჯორჯიელთა მეკარე, ნიკა ქავთარაძე, რომელმაც გასულ ტურში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ვიტ ჯორჯიას ძირითადი გუნდის მაისურით, სამ საუკეთესო მეკარეს შორის დასახელდა. პირველია ვადიმ პროკოპენკო (ცხინვალი), მეორე კი ლევან ტყეშელაშვილი (მეშახტე).

სამ საუკეთესო ცენტრალურ მცველს შორის დასახელდა ვიტ ჯორჯიელი რევაზ ჩიტიშვილი. ამ კომპონენტში პირველია სერგი ორბელაძე (მერანი), მესამე კი ზურაბ თევზაძე (სიონი) გახლავთ.

უკანასკნელი ტურის სამ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველს შორის მოხვდა ვეტერინარი შოთა დავლაშელიძე, პირველია თამაზ ლომსაძე, მესამე კი ლევან ბარაბაძე (ორივე ცხინვალი).
 
უკან დაბრუნება