გიორგი გეთიაშვილი ვიტ ჯორჯიაში დაბრუნდა

03 იანვარი 2018
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 27 წლის ცენტრალური მცველი - გიორგი გეთიაშვილი ჩაირიცხა. ფართო საფეხბურთო საზოგადოებამ გიორგი სწორედ ვიტ ჯორჯიიდან გაიცნო. ვეტერინართა რიგებში მისი დებიუტი 2011-2012 წლების სეზონში შედგა და ზედიზედ ოთხი სეზონი იასპარეზა. მან მოკლე დროში ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება მოახერხა და საფეხბურთო მოედნებზე კაპიტნის სამკლაურით ვიტ ჯორჯიელებს წინ მოუძღვოდა. გიორგი გეთიაშვილმა ჩვენი გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისა და თასის გათამაშებაზე ჯამში 89 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი გეთიაშვილი ვიტ ჯორჯიაში 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება