ვიტ ჯორჯიაში ლაშა ნიკოლეიშვილი და თორნიკე მუზაშვილი ჩაირიცხნენ

08 იანვარი 2018
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში ლაშა ნიკოლეიშვილი და თორნიკე მუზაშვილი ჩაირიცხნენ, ორივე მათგანი ჩვენს გუნდს თბილისის ლოკომოტივის სარეზერვო გუნდიდან შეუერთდა.


ლაშა ნიკოლეიშვილი ამპლუით განაპირა მცველი გახლავთ. მან პროფესიული საფეხბურთო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში დაიწყო. 35-ე სკოლის გუნდთან ერთად მან საქართველოს მეორე ლიგის გათამაშებაში 42 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.
უკანასკნელი სეზონი ლაშა ნიკოლეიშვილმა თბილისის ლოკომოტივის სარეზერვო გუნდში გაატარა. მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული ლიგის გათამაშებასაა და 19-წლამდელთა პირველობაზე.

მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდის მაისურით 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გასულ წელს ლაშა ნიკოლეიშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გახლდატ მიწვეული. იგი გახლავთ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გუნდის კანდიდატი.



 
 
თორნიკე მუზაშვილი ამპლუით თავდამსხმელი გახლავთ. მას საფეხბურთო კლუბ საბურთალოს შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში დებიუტი 2014/2015 წლების სეზონში ჰქონდა. ამავე გუნდის მაისურით საქართველოს თასზე და საქართველოს უმაღლეს ლიგაში თითო მატჩი აქვს გამართული. უკანასკნელ სეზონში მან თამაშების უმეტესობა თბილისის ლოკომოტივის სარეზერვო გუნდში ჩაატარა. აწ დასრულებულ სეზონში მან ეროვნულ ლიგა ერთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

თორნიკე მუზაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებ გუნდში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


უკან დაბრუნება