ვიტ ჯორჯიას გიორგი ვასაძე დაუბრუნდა

22 იანვარი 2018
 
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მაისურს ახალი სეზონიდან 28 წლის ნახევარმცველი - გიორგი ვასაძე მოირგებს. მან პროფესიული საფეხბურთო კარიერა ვიტ ჯორჯიაში დაიწყო. ჩვენი გუნდის მაისურით მას ჯამში 137 მატჩი აქვს გამართული. ვეტერინართა სასარგებლოდ მას კარიერაში 7 ბურთი აქვს გატანილი, აქედან სამი გოლი - ბოლნისის სიონის, ზუგდიდის ბაიასა და გორის დილას კარში გამარჯვების მომტანი გამოდგა.

ვიტ ჯორჯიასთან ერთად გიორგი ვასაძემ 2009/2010 წლების სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სუპერ თასის მოიგო.

გიორგი ვასაძე ვიტ ჯორჯიაში 18 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი ვასაძე კარიერის მანძილზე უმაღლესი ლიგის გუნდებში - რუსთავის მეტალურგში, ზესტაფონსა და სიონში ასპარეზობდა. უკანასკნელი სეზონი მან ეროვნულ ლიგაში აღზევებული რუსთავის მაისურით ითამაშა, მან გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - მონაწილეობა მიიღო 33 თამაშში და 3 გოლი გაიტანა.

 
ამრიგად ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების დაწყებამდე ვიტ ჯორჯიამ შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: გიორგი გეთიაშვილი (მცველი), ნოდარ კიკნაველიძე (მცველი), ლაშა ნიკოლეიშვილი (მცველი), ცოტნე მოსიაშვილი (ნახევარმცველი), გიორგი ვასაძე (ნახევარმცველი), თორნიკე მუზაშვილი (თავდამსხმელი)
 
უკან დაბრუნება