ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა წლის პირველ სპარინგში იმარჯვა

30 იანვარი 2018
ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდიც. დღეს მერაბ კოჭლაშვილის შეგირდბმა 2018 წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართეს. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე რეგიონალური ლიგის ბინადარ იბერია 2010-ს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯიელებმა სათამაშო უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. მატჩის დებიუტში, მესამე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან მეტოქის საჯარიმოში გიორგი თაგვაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე თავით ვასილ ქისიევმა ითამაშა, კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა მეტოქე გაშვებული გოლისგან ხაირიხამ იხსნა, ასხლეტილი ბურთი დაჩი ჩადუნელს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. დაპირისპირების მეოცე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი ხაიფათი შექმნეს კუთხურიდან. გიორგი თაგვაშვილის ჩაწოდების შემდეგ თავით კვლავ ვასილ ქისიევი ეცადა გოლის გატანას, ამჯერად მისი დარტყმული კარს ასცდა. სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი 31-ე წუთზე შექმნეს, ხარებავას დარტყმული ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ლევან ისერგიშვილმა ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან აშორდიამ დაარტყა და ააცილა. ანგარიში დაპირისპირების 39-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა გახსნეს. დაჩი ჩადუნელის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარი მახვილი კუთხიდან თორნიკე მუზაშვილმა აიღო - 1:0.

შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, 46-ე წუთზე სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დაარტყა და გოლი გაიტანა აშორდიამ  - 1:1.   თამაშის 49-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარის მიმართულებით ხარებავამ დაარტყა, ბურთი მამია ტაბეშაძემ დაიმორჩილა და საგოლე შეტევა წამოიწყო, გადააწოდა ბურთი ვასილ ქისიევს, რომელმაც თავის მხრივ გრძელი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ზურაბ მუსელიანი, ვიტ ჯორჯიელთა თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 2:1. ვიტ ჯორჯიელთა მორიგი სახიფათო შეტევა მატჩის 60-ე წუთზე დათო მოგელაძის ძლიერი დარტყმით დასრულდა, რომ არა მეკარის დროული რეაქცია ბურთი კარის ბადეში გაეხვეოდა. შეხვედრის 72-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მიერ გათამაშებული მრავალცვლიანი კომბინაცია დათო მოგელაძის კარში დარტყმით დასრულდა, მეკარემ კვლავ მოახერხა ბურთის მოგერიება, ამჯერად კუთხურზე, დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:1 იბერია 2010
გოლები: 1:0 მუზაშვილი (39’) 1:1 აშორდია (46’) 2:1 მუსელიანი (50’)

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ტაბეშაძე), ქისიევი, ამაშუკელი, ქვაჩახიძე, აბდუშელიშვილი, მოგელაძე, ჩადუნელი (რომანაძე), თაგვაშვილი (დვალიშვილი), პავლიაშვილი (მეტრეველი), მუზაშვილი, მუსელიანი
 
იბერია 2010: ჩაგელიშვილი, ფიფია, სტეფნაძე, გულხადარაშვილი, გოგოლაძე, აშორდია, მონასელიძე, ხარებავა, მემარნე, ირიაული, გაგუა

 
უკან დაბრუნება