ვიტ ჯორჯიაში თორნიკე მუზაშვილი 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს

31 იანვარი 2018
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 1998 წელს დაბადებული თორნიკე მუზაშვილი 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს. ამპლუით თავდამსხმელ თორნიკე მუზაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი გახლავთ ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და 21-წლამდელთა გუნდის კანდიდატი.

მისი დებიუტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიასთან მატჩში შედგა, საქართველოს ეროვნულ ლიგა ერთში კი (რანგით უმაღლესი ლიგა)  თავისი სადებიუტო შეხვედრა თორნიკე მუზაშვილმა გასულ სეზონში - ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ჩაატარა.



 
უკან დაბრუნება