სარეზერვო გუნდმა გორი დაამარცხა

11 თებერვალი 2018
დღეს ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი მცხეთა პარკზე სპარინგ მატჩში მესამე ლიგაში მოთამაშე გორის გორს დაუპირისპირდა. თამაში მერაბ კოჭლაშვილის შეგირდების გამაჯვებით - 3:1 დასრულდა.

შეხვედრის მეცამეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა იერიში სტუმრებმა აკრძალული წესით შეაჩერეს. ზურაბ მუსელიანის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები ნიკა ოქროპირიძემ დაარღვია, არბიტრმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა გიორგი ვაზაგაშვილმა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა - 1:0. ანგარიშში სხვაობა დაპირისპირების 62-ე წუთზე გაიზარდა. ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან გატანილი გოლით ზურაბ მუსელიანი გამოირჩა, გორელთა კიპერის მცდელობის მიუხედავად ბურთი კარის ბადეში გაეხვა - 2:0. ჩვენი გუნდის შემტევმა შეხვედრის 75-ე წუთზე დუბლი მიითვალა, ამაშუკელის გადაცემის შემდეგ რამდენიმე ცრუმოძრაობით გორელთა მცველები უკან მოიტოვა გიორგი შეროზიამ, საჯარიმოში ჩააწოდა, ზურაბ მუსელიანმა ბურთს თავით დაარტყა და კარის ბადეში გადაგზავნა - 3:0. საფინალო რეზულტატი 81-ე წუთზე დაფიქსირდა, სტუმართა რიგებიდან გატანილი თერთმეტმეტრიანით თავი დავით კაპანაძემ გამოიჩინა - 3:1.
 
ვიტ ჯორჯია II 3:1 გორი
გოლები: 1:0 ვაზაგაშვილი (პენ. 13’) 2:0 მუსელიანი (62’) მუსელიანი (75’) 3:1 კაპანაძე (პენ. 81’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ტაბეშაძე 46’) ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ნიკოლაიშვილი, ნაჭყებია (ქებაძე 46’), შეროზია (მეტრეველი 85’), ვაზაგაშვილი (დვალიშვილი 60’), პავლიაშვილი, მოგელაძე, მუსელიანი, გვასალია (თაგვაშვილი 65’)
 
გორი: ბოლოთაური, ლომიძე, ოქროპირიძე, კალხიტაშვილი, ელიაური, კურმაშვილი, მაჭარაშვილი, ბალიაშვილი, სირბილაძე, კაპანაძე, ნოდარ ნოზაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მინდია გოგიაშვილი, დოლიძე, ამირან გოგიაშვილი, ბექა ნოზაძე, დადიანი, გაგნიძე, მამულაშვილი
უკან დაბრუნება