ვიტ ჯორჯია II 2:0 ალგეთი

15 თებერვალი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ვეტერინარებმა ლიგა სამში მოასპარეზე მარნეულის ალგეთს უმასპინძლეს. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.
 
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მეხუთე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლევან თვალავაძემ დაარტყა და ააცილა. მატჩის მეათე წუთზე ალგეთის კარის აღების შესაძლელობა გიორგი გვასალიას ჰქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე გაიხსნა, ზურაბ მუსელიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი ამაშუკელმა აქცია - 1:0. თამაშის 24-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის გადარჩენა ლევან ისერგიშვილს მოუხდა, ჩვენმა კიპერმა ჯარიმიდან კარისკენ წასული ბურთი მოიგერია. ჩვენი კარის მიმართულებით 30-ე წუთზე ლევან ხოხონიშვილმა დაარტყა და ააცილა. ვიტ ჯორჯიელები სტუმართა კარს 33-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაემუქრნენ, გიორგი შეროზიას ჩაწოდებულ ბურთს კარის მიმართულებით გზავნიდა ზურაბ მუსელიანი, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. დაპირისპირების 35-ე წუთზე ლევან ისერგიშვილს საქმეში ჩართვა კიდევ ერთხლე მოუხდა, მან ამჯერად დავით ტოროშელიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენს კარს ახლო მანძილიდან ნოდარ ბარამიძემ ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე, ანგარიშში სხვაობის ორამდე გაზრდის შესანიშნავი შანსი ჰქონდა გიორგი გვასალიას, რომელმაც ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ, ვერ მოახერხა ზუსტი დარტყმის შესრულება და ფაქტობრივად ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა. შეხვედრის 51-ე წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა ზურაბ მუსელიანმა - 2:0. დაპირისპირების 55-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა შემტევს დუბლის შესრულებაც შეეძლო, გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ, ზურაბ მუსელიანის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მატჩის 67-ე წუთზე გოლის გატანის შესაძლელობა ჰქონდა გიორგი შეროზიას, თუმცა მან ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და კარს ააცილა. თამაშის 80-ე წუთზე ლევან მეტრეველის გადაცემის შემდეგ ალგეთის კარის მიმართულებით გიორგი გვასალიამ დაარტყა, კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია II 2:0 ალგეთი
გოლები: 1:0 ამაშუკელი (პენ. 17’) 2:0 მუსელიანი (51’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ტაბეშაძე 46’), ნიკოლეიშვილი, სეხნიაშვილი, ამაშუკელი, ქებაძე (ნაჭყებია 46’), თაგვაშვილი (დვალიშვილი 65’), მოგელაძე, ზარიძე, შეროზია (მეტრეველი 72’), გვასალია (ქვაჩახიძე 87’), მუსელიანი
 
ალგეთი: რეჭია, გოგატიშვილი, ბეროშვილი, ჭავჭავაძე, ხოხონიშვილი, ტოროშელიძე, თვალავაძე, გუჯაბიძე, ბარამიძე, კუტალაძე, ბუკია
შეცვლაზე შევიდნენ: ტყეშელაშვილი, ციცხვიძე, კვარაცხელია, ხარშილაძე
 
უკან დაბრუნება