რეგიონული ლიგა: მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

15 თებერვალი 2018


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 14 თებერვალს აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატების (ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, რეგიონული ლიგა და ჭაბუკთა ლიგები) დებულება დაამტკიცა.
 
საქართველოს რეგიონული ლიგა 2018 წელს წინა წელთან შედარებით განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშებაში მონაწილე 40 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში (ორი ჯგუფი 11 გუნდისაგან დაკომპლექტდა, ორი კი - 9 გუნდისგან) გადანაწილდა. წილისყრის შედეგად გ ჯგუფში მოხვდა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან:
 
  • ვოიაჟი (თბილისი)
  • თბილისი სითი
  • თბილისი 2016
  • თორი (ბორჯომი)
  • ივერია (ხაშური)
  • ლიახვი (ცხინვალი)
  • მესხეთი (ახალციხე)
  • სპაერი (თბილისი)
  • ცხუმი (სოხუმი)
  • ქოჯაელი (მცხეთა)
 
გათამაშების კალენდარი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
უკან დაბრუნება