U19 ლიგა: მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

15 თებერვალი 2018



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 14 თებერვალს აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატების (ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, რეგიონული ლიგა და ჭაბუკთა ლიგები) დებულება დაამტკიცა.
 
19-წლამდე ჭაბუკთა ლიგა 2018 წელს წინა წელთან შედარებით განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას 21 გუნდი მიიღებს. გუნდები სამ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ვიტ ჯორჯიელთა მეტოქეები პირველ ეტაპზე იქნებიან:
 
  • ტორპედო (ქუთაისი)
  • ჩიხურა (საჩხერე)
  • ცხინვალი
  • დილა (გორი)
  • ლოკომოტივი თბილისი)
  • გაგრა
 
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდი გათამაშებას 25 თებერვალს დაიწყებს. ვეტერინარები მცხეთა პარკზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
 
უკან დაბრუნება