U17 ლიგა: მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

15 თებერვალი 2018


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 14 თებერვალს აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატების (ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, რეგიონული ლიგა და ჭაბუკთა ლიგები) დებულება დაამტკიცა.
 
17-წლამდე ჭაბუკთა ლიგა 2018 წელს წინა წელთან შედარებით განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას 30 გუნდი მიიღებს. გუნდები ხუთ  6-6 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ვიტ ჯორჯიელთა მეტოქეები პირველ ეტაპზე იქნებიან:
 
  • დილა (გორი)
  • ლოკომიტივი (თბილისი)
  • გაგრა
  • ცხინვალი
  • გორი
 
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდი გათამაშებას 25 თებერვალს დაიწყებს. ვეტერინარები მცხეთა პარკზე ცხინვალს უმასპინძლებენ. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.
უკან დაბრუნება