U15 ლიგა: მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

15 თებერვალი 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 14 თებერვალს აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატების (ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, რეგიონული ლიგა და ჭაბუკთა ლიგები) დებულება დაამტკიცა.
 
15-წლამდე ჭაბუკთა ლიგა 2018 წელს წინა წელთან შედარებით განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას 30 გუნდი მიიღებს. გუნდები ხუთ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ვიტ ჯორჯიელთა მეტოქეები პირველ ეტაპზე იქნებიან:
 
დილა (გორი)
ლოკომიტივი (თბილისი)
გაგრა
ცხინვალი
სფფ აკადემია (თბილისი)
დინამო 2 (თბილისი)
 
ვიტ ჯორჯიას 15-წლამდელთა გუნდი გათამაშებას 3 მარტიდან ჩაერთვება. ვეტერინარები მცხეთა პარკზე გორის დილას უმასპინძლებენ. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.
 
უკან დაბრუნება