სარეზერვო გუნდმა გარდაბანი დაამარცხა

24 თებერვალი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა ლიგა სამში მოასპარეზე გარდაბანს უმასპინძლეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
 
ვიტ ჯორჯიელებმა სათამაშო ინიციატივა საწყისი წუთებიდან ხელთიგდეს, მეთერთმეტე წუთზე სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან კარის მიმართულებით ბურთი გიორგი ვაზაგაშვილმა გაგზავნა, მეკარარემ კი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მეცამეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს, მრავალცვლიანი კომბინაცია გიორგი ვეკუას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 1:0. შეხვედრის მეცხრამეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით გიორგი პირველმა ვარდნაში დაარტყა, მეკარე ლევან ისერგიშვილმა ბურთის მოგერიება მოახერხა. მატჩის 23-ე წუთზე ლევან ისერგიშვილს თამაშში ჩართვა კიდევ ერთხელ მოუხდა, მან ამჯერად გიორგი ბერაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. დაპირისპირების 25-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა, ოთარ მუხულიშვილის გადაცემის შემდეგ გოლი თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა - 2:0.
მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ზაქარია ბასილაშვილმა ჩააწოდა, კარის მიმართულებით თავით საბა ჯიოშვილმა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით, გათამაშებული სტანდარტიდან ბურთი გიორგი ბერაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 55-ე წუთზე გარდაბნელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან გიორგი ვეკუამ არაზუსტად დაარტყა. თამაშის 70-ე წუთზე სტანდარტიდან გარდაბნელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ირაკლი ზარიძემ დაარტყა, კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა ააცილა. დაპირისპირების 77-ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ლევან მეტრეველმა იხსნა, იგი რაფაელ ახმედოვის მიერ დარტყმულ ბურთს გადაეფარა. საფინალო ანგარიში 88-ე წუთზე დაფიქსირდა, კუთხურიდან საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, დასწრებაზე გიორგი გვასალიამ კარგად ითამაშა, რომელმაც ზუსტი დარტყმით დალაშქრა გარდაბნელთა კარი - 3:0.
 
ვიტ ჯორჯია II 3:0 გარდაბანი
გოლები: 1:0 ვეკუა (13’) 2:0 მუზაშვილი (25’) 3:0 გვასალია (88’)

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ტაბეშაძე 46'), სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, შეროზია (ქისიევი 68'), ნაჭყებია, მუხულიშვილი, მოსიაშვილი, ვაზაგაშვილი, ვეკუა (ქვაჩახიძე 88'), ზარიძე (მეტრეველი 71'), მუზაშვილი (გვასალია 46')
 
 
გარდაბანი: მაქაცარია, ქირია, ხუხუა, ჯიოშვილი, თაბუკაშვილი, პირველი, ბასილაშვილი, ბარაბაძე, ბერაძე, ბერიძე, ახმედოვი
 
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაშვილი, ბლიაძე, ბრეგაძე, აბაკელია, გოგსაძე, სხილაძე, ხუჭუა, ჩაფიძე
 
უკან დაბრუნება