U19 ლიგა: ვიტ ჯორჯიამ ტორპედო დაამარცხა

26 თებერვალი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში თამაშის დებიუტში გაიხსნა, მეექვსე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ზურაბ მუსელიანმა გადაგზავნა - 1:0. გოლიდან სამ წუთში ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთხელ მიეცათ მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა ირაკლი საღირაშვილის გადაცემის შემდეგ ბურთს კარისკენ ზურაბ მუსელიანი გზავნიდა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. შეხვედრის მეცხრამეტე წუთზე ქუთაისელთა კარისკენ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა და ააცილა. მეცხრამეტე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ირაკლი საღირაშვილის გადაცემის შემდეგ ტორპედოს კარი გიორგი თაგვაშვილმა დალაშქრა - 2:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შორიდან თემურ გაბადაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:1.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, ირაკლი სარიღაშვილის გადაცემის შემდეგ, ქუთათურთა კარისკენ ზურაბ მუსელიანმა დაარტყა და ბურთი კიპერმა მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ირაკლი საღირაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შესაძლელობა გოგა ხულორდავას მიეცა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ხარიხას მოხვდა და სტუმართა გუნდი გაშვებულ გოლს გადაურჩა. თამაშის 80-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა გიორგი თოდუამ. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ტორპედოს კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გიორგი თაგვაშვილმა გაისროლა, ბურთი სტუმართა კიპერმა ხელებში დააფიქსირა.

U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:1 ტორპედო
გოლები:
1:0 მუსელიანი (6') 2:0 თაგვაშვილი (19') 2:1 გაბადაძე (39')

ვიტ ჯორჯია: მეგენეიშვილი (ჩიკაშუა 46'), ამაშუკელი, ბერიძე, გაბიტაშვილი, აბდუშელიშვილი, საღირაშვილი, მოგელაძე (ყურაშვილი 58'), თაგვაშვილი, ჩადუნელი, მუსელიანი, ხულორდავა (კოტოიანი 89')

ტორპედო: მიქაია, ტოფაძე (თოდუა 42'), აბულაძე, აბზიანიძე, ბოჭორიშვილი, კუკულავა (ჩხაბერიძე 69'), კვეტენაძე, მაღლაფერიძე, შარვაშიძე (არსენიძე 81'), გაბადაძე, კუხიანიძე

გაფრთხილება: აბდუშელიშვილი - ტოფაძე, ბოჭორიშვილი, კვეტენაძე

 
უკან დაბრუნება