ვიტ ჯორჯია Vs. ცხინვალი [პრევიუ]

01 მარტი 2018


საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 2018 წლის ეროვნული ლიგა ორის სეზონს საშინაო შეხვედრით დაიწყებს. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი 2 მარტს მცხეთა პარკზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლებს.
 
ახალწვეულები

2018 წლის სეზონის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში ექვსი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა. გარკვეული პაუზის შემდეგ ვეტერინართა რიგებში კვლავ იასპარეზებენ გიორგი გეთიაშვილი (მცველი), გიორგი ვასაძე და ცოტნე მოსიაშვილი (ორივე ნახევარმცველი) სადებიუტო სეზონი იქნება თორნიკე მუზაშვილისთვის (თავდამსხმელი), ნოდარ კიკნაველიძისათვის (მცველი) და ლაშა ნიკოლეიშვილისათვის (მცველი).

 
მოსამზადებელი ეტაპი

ვიტ ჯორჯიამ ახალი სეზონისთვის მზადება 2018 წლის დადგომისთანავე დაიწყო. 4-5 იანვარს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში შემოწმება ვიტ ჯორჯიას 34 ფეხბურთელმა გაიარა. 8 იანვრიდან კი ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მზადება მცხეთაში, მცხეთა პარკზე გადაინაცვლეს. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებაში, გარდა ამისა ვიტ ჯორჯიელებმა 6 საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარეს

 
ზამთრის თასი 2018

წილისყრის შედეგად ვიტ ჯორჯიელები ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების გ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები დინამო თბილისი, კოლხეთი ფოთი და ნორჩი დინამო იყვნენ. ჯგუფური ეტაპი ვეტერინარებმა წარმატებით დასძლიეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა ფოთის კოხეთთან 5:0 იმარჯვეს, მეორე ტურში დინამო თბილისი 6:4 დაამარცხეს და ამით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კი ჩვენი გუნდი 1:4 დამარცხდა. ტურნირის ¼ ფინალში ვიტ ჯორჯიამ რუსთავი 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალური თამაში კი თბილისის ლოკომოტივთან ანგარიშით 2:5 დათმო. შედეგად ვიტ ჯორჯიამ მატჩი მესამე ადგილისთვის ითამაშა, სადაც დრამატულ დაპირისპირებაში - 5:5 (პენ. 3:4) დამარცხა. ტურნირში ეროვნული ლიგა ერთისა და ეროვნული ლიგა ორის 16 გუნდი მონაწილეობდა, ვიტ ჯორჯიამ კი მეოთხე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

 


საკონტროლო შეხვედრები

ვეტერინარებმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 6 საკონტროლო შეხვედრა გამართეს. ჩვენმა გუნდმა 4 მატჩი - გაბალას დუბლებთან (აზერბაიჯანი), საბურთალო 2-თან, არაგვთან და ალგეთმა გამარჯვებით დაასრულა. ორი მატჩში - შევარდენთან და ლოკომოტივთან საყაიმო შედეგი დაფიქსირდა.

ვიტ ჯორჯია 2:0 გაბალა II
გოლები: 1:0 ვეკუა (პენ. 50’) 2:0 საჯაია (71’)

 


ვიტ ჯორჯია 2:0 საბურთალო II
გოლები: 1:0 ვეკუა (პენ. 9’) 2:0 გეთიაშვილი (13’)




ვიტ ჯორჯია 0:0 შევარდენი




ლოკომოტივი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 კაკუშაძე (5’) 1:1 ხიდეშელი (15’)




ვიტ ჯორჯია 4:2 არაგვი
გოლები: 1:0 ღუდუშაური (35’) 1:1 ტორონჯაძე (50’) 2:1 დავლაშელიძე (62’) 2:2 მუზაშვილი (76’) 3:2 ვაზაგაშვილი (80’) 4:2 კიკნაველიძე (90’)





ვიტ ჯორჯია 6:2 ალგეთი
გოლები:
0:1 ბარამიძე  (20’) 1:1 დავლაშელიძე (23’) 2:1 კაკუშაძე (40’) 3:1 კიკნაველიძე (53’) 3:2 ჭავჭავაძე (62’) 4:2 ღუდუშაური (63’) 5:2 გეთიაშვილი (65’) 6:2 ღუდუშაური (70’)

 

ვეტერინარებმა 6 საკონტროლო მატჩში 15 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 5 მიიღეს. საკონტროლო თამაშებში რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა: ღუდუშაური - 3, კაკუშაძე - 2, დავლაშელიძე - 2, კიკნაველიძე - 2, ვეკუა - 2, გეთიაშვილი - 2, საჯაია - 1, ვაზაგაშვილი - 1.

 
სეზონის სტარტი


2018 წლის სეზონი ვიტ ჯორჯიისათვის რიგით ოცდამეერთე იქნება. ვეტერინარებმა ეროვნული პირველობის სტარტზე 21 თამაშიდან 14 მოიგეს, 2 მატჩი ფრედ დაასრულეს, 5 კი დათმეს. საგულისხმოა, რომ ვიტ ჯორჯიას საკუთარ მოედანზე 7-ჯერ აქვს გახსნითი მატჩი გამართული და შვიდივე შემთხვევაში გამარჯვებულები სწორედ ვიტ ჯორჯიელები დარჩნენ.
 
1997 უმაღლესი ლიგა მარგვეთი 2:4 ვიტ ჯორჯია
1998 უმაღლესი ლიგა დინამო ბათუმი 0:1 ვიტ ჯორჯია
1999 უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 1:0 სამგურალი
2000 უმაღლესი ლიგა დილა 0:3 ვიტ ჯორჯია
2001 უმაღლესი ლიგა მეტალურგი 3:2 ვიტ ჯორჯია
2002 უმაღლესი ლიგა ტორპედო 1:0 ვიტ ჯორჯია
2003 უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 7:0 მცხეთა
2004 უმაღლესი ლიგა კოლხეთი 1:2 ვიტ ჯორჯია
2005 უმაღლესი ლიგა კოლხეთი 1:0 ვიტ ჯორჯია
2006 უმაღლესი ლიგა ტორპედო 0:0 ვიტ ჯორჯია
2007 უმაღლესი ლიგა ზესტაფონი 1:1 ვიტ ჯორჯია
2008 უმაღლესი ლიგა ბორჯომი 0:1 ვიტ ჯორჯია
2009 უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:1 სამტრედია
2010 უმაღლესი ლიგა მეტალურგი 2:1 ვიტ ჯორჯია
2011 უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 4:3 დილა
2012 უმაღლესი ლიგა მერანი 1:0 ვიტ ჯორჯია
2013 უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 3:0 გურია
2014 უმაღლესი ლიგა მერანი 0:2 ვიტ ჯორჯია
2015 პირველი ლიგა ჩხერიმელა 1:3 ვიტ ჯორჯია
2016 პირველი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:0 სქური
2017 ეროვნული ლიგა 2 ვიტ ჯორჯია 3:0 სამგურალი
 
 

მომავალი მეტოქე


2018 წლის ეროვნული ლიგა ორის პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი იქნება. მოახლოებული მატჩის წინ  გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას. დღემდე ვიტ ჯორჯია და ცხინვალი ერთმანეთს ოფიციალურად 34-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ჩვენმა გუნდმა 17 თამაშში იმარჯვა, 8-ჯერ საყაიმო შედეგი დაფიქსირდა, 11 მატჩში კი წარმატებას ცხინვალელმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს. გატანილი და გაშვებული ბურთებით შეფარდება 41:32 ვეტერინართა სასარგებლოდ გახლავთ.
გასულ წელს ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე ვიტ ჯორჯია და ცხინვალი ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან ვიტ ჯორჯიამ 1 შეხვედრა მოიგი, 1 კი დათმო - ორ თამაშში კი საყაიმო შედეგი დაფიქსირდა.



2 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

ვეტერინარებს 2 მარტს ექვსი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული, ჩვენმა გუნდმა აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაღწია სასურველ შედეგს, 3 მატჩი საყაიმო შედეგით დასრულდა, 3 კი - მეტოქის სასარგებლოდ.
 
2002 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 0:3 ტორპედო
2007 წელი უმაღლესი ლიგა სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია
2010 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 1:1 სამტრედია
2014 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 0:2 ზესტაფონი
2013 წელი საქართველოს თასი ცხინვალი 1:1 ვიტ ჯორჯია
2016 წელი პირველი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:2 სქური
 
 



მსაჯები


ვიტ ჯორჯიასა და ცხინვალს შორის გასამართ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. გაბისონია და ზ. ტაბაღუა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა უკანასკნელად გასული წლის 19 ოქტომბერს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის XXXI ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია მცხეთა პარკზე ცხინვალს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
 
დისკვალიფიკაცია


ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიიდან ალეკო ჩაკვეტაძე და ცოტნე მოსიაშვილი დააკლდებიან.
 
შეგახსენებთ, 2 მარტს ვიტ ჯორჯიასა და ცხინვალს შორის თამაში 14:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირს ჩვენი კლუბის ოფიციალურ Facebook და YouTube გვერდზე შემოგთავაზებთ.
 
უკან დაბრუნება