U19 ლიგა: ვიტ ჯორჯიამ სტუმრად საჩხერის ჩიხურას აჯობა

04 მარტი 2018
დღეს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა. გოჩა ერაძის შეგირდები გასვლით მატჩში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდნენ და მეტოქე მძიმე ბრძოლაში ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

პირველი სახიფათო მომენტი თამაშის მესამე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს, საშუალო დისტანციიდან ჩვენი კარისკენ ბესიკ ხვედელიძემ დაარყტა და ააცილა. მატჩის 21-ე წუთზე ვეტერინარებმა კუთხური გაითამაშეს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი ამაშუკელმა წაარტყა, თუმცა სამიზნეს ააცილა. შეხვედრის 36-ე წუთზე ჩიხურას კარის აღების შესანიშნავი შანსი ჰქონდა ირაკლი საღირაშვილის, მის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა კიპერმა, ავთო კაპანაძემ კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში საჩხერელთა კარისკენ შორი მანძილიდან ზვიად ნაჭყებიამ დაარტყა და ააცილა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, საჩხერელი მოთამაშეები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან კარისკენ ლუკა აბდუშელიშვილმა დაარტყა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მასპინძლები თამაშის 53-ე წუთზე გაშვებული გოლისგან მცველმა იხსნა, ზვიად ნაჭყებიას დარტყის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან ლაშა კილაძემ გამოიტანა. დაპირისპირების 60-ე წუთზე დაჩი ჩადუნელმა ჯარიმიდან პირდაპირ კარში დაარტყა, კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია, თუმცა განმეორებითი მცდელობის შემდეგ ხელებში დააფიქსირა. ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა რიგებიდან გატანილი გოლით თავი ვალერი დიდბერიძემ გამოიჩინა - 0:1. ვეტერინარებმა მატჩის სათავისოდ შემოტრიალება მაინც მოახერხეს, დაპირისპირების 83-ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა ზვიად ნაჭყებიამ აღადგინა - 1:1. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი საფინალო შედეგი დაჩი ჩადუნელმა დააფიქსირა - 2:1.

ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდი მომდევნო მატჩს 9 მარტს გამართავს. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე ცხინვალს უმასპინძლებს.
 
U19 ლიგა
ჩიხურა 1:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ვალერი დიდბერიძე (66’) 1:1 ნაჭყებია (83’) 1:2 ჩადუნელი (86’)
 
ჩიხურა: კაპანაძე (მაჭარაშვილი 46’), გიორგაძე, კილაძე, გოგოლაძე, ვალერი დიდბერიძე, ბერიძე, ავანოვი, გაფრინდაშვილი (ნიკოლოზ დიდბერიძე 71’), კუჭაშვილი (შარვაძე 65’), სირაძე, ხვედელიძე
 
ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბერიძე (ქსოვრელი 79’), მუშკუდიანი, ამაშუკელი, აბდუშელიშვილი, მაისურაძე, ჩადუნელი, საღირაშვილი (კოტოიანი 46’), ნაჭყებია, ხულორდავა (დოლაშვილი 67’), მუსელიანი
 
გაფრთხილება: ბერიძე, ავანოვი, ნიკოლოზ დიდბერიძე - მაისურაძე, ამაშუკელი
უკან დაბრუნება