U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია შინ დამარცხდა

10 მარტი 2018
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე ცხინვალს უმასპინძლეს და ორთაბრძოლებით დატვირთულ, ხისტ მატჩში მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.

პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს, მეხუთე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ვალერი ქელდიშვილმა დაარტყა და ააცილა. ანგარიში მეთორმეტე წუთზე გაიხსნა, გოლი შორი დისტანციიდან ვალერი ქელდიშვილმა გაიტანა - 0:1. გოლიდან სამ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან კარისკენ ბურთი დათა მოგელაძემ გაგზავნა, სტუმართა კიპერმა ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა.

თამაშის 55-ე წუთზე შორი დისტანციიდან ზურაბ მუსელიანმა დაარტყა ცხინვალის კარისკენ და ააცილა. შეხვედრის 71-ე წუთზე ბონდო ბერიძეს შეეძლო ანგარიშში წონასწორობის აღდგენა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში დათა მოგელაძემ დაარტყა მეტოქის კარისკენ, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა.

U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:1 ცხინვალი
გოლი:
ქელდიშვილი

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბერიძე, ამაშუკელი (თენეიშვილი 35’), მუშკუდიანი, აბდუშელიშვილი, ნაჭყებია, მაისურაძე (ყურაშვილი 61’), მოგელაძე, ჩადუნელი, მუსელიანი, ლეშკაშელი (ხულორდავა 46’)

ცხინვალი: კერესელიძე, ძნელაშვილი, დიდებაშვილი, შენგელია, შარაძე, კვირიკაშვილი, ქელდიშვილი, კდიაშვილი (ჩაკვეტაძე 87’), ვაწაძე, ებრალიძე (მამფორია 86), ხაბალაევი (პეტრიაშვილი 88’)

გაფრთხილება: შარაძე, შენგელია, ებრალიძე



 
უკან დაბრუნება