U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია სტუმრად ლოკომოტივთან დამარცხდა

13 მარტი 2018
ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა. გოჩა ერაძის შეგირდები გასვლით მატჩში ლოკომოტივს დაუპირისპირდნენ. ვეტერინარებმა თამაში ანგარიშით - 1:2 დათმეს.

თამაშის მეშვიდე წუთზე ლოკომოტივის კარის მიმართულებით დაჩი ჩადუნელმა დაარტყა და ააცილა. მატჩის მეცამეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შოთა შეყილაძემ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის მეჩვიდმეტე წუთზე ლოკომიტივის კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან კარის მიმართულებით ბურთი დათა მოგელაძემ გაგზავნა და სამიზნეს ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით რევაზ ინჯგიამ დაარტყა, თუმცა კარს საკმაო მანძილით ააცილა. დაპირისპირების 27-ე წუთზე ჩვენი კარის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმიდან ივანე ოქროპირიძემ დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერი გუგა ჩიკაშუა ბურთს ადგილზე დახვდა. ვეტერინარებმა 29-ე წუთზე მორიგი სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ჯარიმიდან ამჯერად ლუკა აბდუშელიშვილმა დაარტყა, მასპინძელთა კიპერმა პოზიცია სწორად შეარჩია და ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის 41-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ლევან გრძელიძემ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან კვლავ მეკარემ იხსნა, გუგა ჩიკაშუამ ამჯერად რევაზ ინჯგიას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.  

შეხვედრის 53-ე წუთზე ლოკომოტივის საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ნიკა ქალიაშვილმა წარტყა, კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა სამიზნეს ააცილა. ანგარიში მატჩის 63-ე წუთზე გაიხსნა, ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მასპინძლებმა ბურთი მეკარის ბაქანთან დაკიდეს, დასწრებაზე გოლი ბექა ბუიღლიშვილმა გაიტანა - 0:1. ანგარიშში სხვაობა 70-ე წუთზე გაიზარდა, ამჯერად გატანილი გოლით რევაზ ინჯგია გამოირჩა - 0:2. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ვეტერინარებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს. დაჩი ჩადუნელმა შორი მანძილიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი - 1:2. დარჩენილ წუთებში ვიტ ჯორჯიელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები შეტევების მოგერიებას ახერხებდნენ.
 
U19 ლიგა
ლოკომოტივი 2:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ბუიღლიშვილი (63’) 2:0 ინჯგია (70’) 2:1 ჩადუნელი (88’)
 
ლოკომოტივი: მიქავა, ჯაფარიძე, სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჭარაძე, ჯანაშია, ოქროპირიძე (ნაჭყებია 75’), პაპიაშვილი, ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე (ფილფანი 64’)
 
ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, მუშკუდიანი, ბერიძე, აბდუშელიშვილი, მეტრეველი, მოგელაძე (ყურაშვილი 75’), ქალიაშვილი (ლეშკაშელი 65’), ჩადუნელი, ნაჭყებია, საღირაშვილი (კოტოიანი 56’), მუსელიანი
 
გაფრთხილება: სირაძე, ჯანაშია, გრძელიძე, ჯაფარიძე - ბერიძე, მეტრეველი, ჩადუნელი
უკან დაბრუნება