ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი თასზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება

21 მარტი 2018

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების პირველი ორი ეტაპის წილისყრა გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობას ეროვნული ლიგა ორის 4, ლიგა სამის 20 და რეგიონული ლიგის 39 გუნდი იღებდა. იქიდან გამომდინარე რომ წილისყრაში მონაწილე გუნდების რაოდენობა კენტი იყო და მსვლელობისას ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი ყველაზე ბოლოს ამოვიდა, ვეტერინარები ავტომატურად მოხვდნენ მომდევნო ეტაპზე, სადაც მეტოქედ ქედის ბეთლემსა და ხელვაჩაურის მაჭახელას წყვილს შორის გამარჯვებული გვერგო. მეორე ეტაპის მატჩების 8-9 მაისს შედგება.
უკან დაბრუნება