ვიტ ჯორჯია 2:0 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

23 მარტი 2018
ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე შესვენებაა. ვიტ ჯორჯია პაუზას აქტიურად იყენებს. დღეს, მცხეთა პარკზე, ჩვენმა გუნდმა საკონტროლო თამაში გამართა. ვეტერინარებმა თანალიგელ ცხინვალს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი გოლებიც ვიხილეთ. პირველი გოლი 67-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაიტანა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეუთანხმებელი თამაშის შედეგად ბურთი მან მოიპოვა, კარში ზუსტად დაარტყა და გაიტანა 1:0. საფინალო რეზულტატი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ გოლი თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა - 2:0.

ვიტ ჯორჯია 2:0 ცხინვალი
გოლები:
1:0 დავლაშელიძე (67’) 2:0 მუზაშვილი (82’)

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე (შეროზია 46’), საჯაია (ვეკუა 46’), გეთიაშვილი, კამლაძე (სეხნიაშვილი 46’), ჩაკვეტაძე, მუხულიშვილი, ექვთიმიშვილი (დავლაშელიძე 46’), ვაზაგაშვილი (ვასაძე 46’), მოსიაშვილი (მუზაშვილი 17’), კიკნაველიძე, ზარიძე (გვასალია 46’)

ცხინვალი: კერესელიძე, ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე, ქრისტესიაშვილი, ჯოხაძე, ლობჟანიძე, მესხი, ნემსაძე, მეტრეველი
შეცვლაზე შევიდნენ: ბარაბაძე, მუზაშვილი, შალამბერიძე, მაისაშვილი, გადრანი, მაღალდაძე, სოკანგარი, ამზა
უკან დაბრუნება