U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 0:0 გაგრა

24 მარტი 2018

დღეს, საქართველოს 19-წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე გაგრას უმასპინძლა. თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

 

მიუხედავად ანგარიშისა, საგოლე მომენტები მრავლად იყო. საწყის ათ წუთში ვიტ ჯორჯიელთა კიპერს, გუგა ჩიკაშუას ორჯერ მოუხდა საკუთარი გუნდის გადარჩენა, მან ორივეჯერ ნუგზარ სპანდერაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. მეთხუთმეტე წუთზე ზურაბ მუსელიანმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა სტუმართა კარის მისამართით და ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. მატჩის 33- წუთზე დაჩი ჩადუნელმა საჯარიმო დარტყმიდან გაისროლა და კარს მცირედით ააცილა

 

მეორე ნახევრის დებიუტში, 48- წუთზე, დათა მოგელაძემ დაარტყა შორიდან და გაგრელთა კარს საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის მიწურულს, 85- წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა გოჩა მახარაძეს აჯობა და მის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. თამაშის უკანასკნელ წუთზე, გაგრელები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ, ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი სტუმრებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს

 

U19 ლიგა

ვიტ ჯორჯია 0:0 გაგრა

 

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, მეტრეველი, ბერიძე, მუშკუდიანი, მოგელაძე, ქსოვრელი (კოტოიანი 72’), აბდუშელიშვილი, ჩადუნელი, ქალიაშვილი (ყურაშვილი 31’), მუსელიანი, ხულორდავა (ლეშკაშელი 46’)

 

გაგრა: ანდრიაძე, კარანაძე, ლაცაბიძე, კასრელიშვილი (ტერელაძე 82’), არჩუაძე, ზარანდია, ობოლაძე, კაკაბაძე, სპანდერაშვილი, რობაქიძე (მახარაძე 57’), მძევაშვილი (აბსანძე 71’)

 

გაფრთხილება: მუსელიანი, აბდუშელიშვილი, კოტოიანი - კარანაძე, კასრელიშვილი, ზარანდია, ლაცაბიძე

უკან დაბრუნება