რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია 1:1 ვოიაჟი

27 მარტი 2018
დღეს, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგონული ლიგის მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ ვოიაჟს დაუპირისპირდა. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
თავშივე უნდა ითქვას, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ვეტერინარები საწყისი წუთებიდანვე ფლობდნენ. პირველი სახიფათო დარტყმა  ვოიაჟის კარის მისამართით მეხუთე წუთზე ვიხილეთ, ირაკლი ზარიძის მიერ შორი დისტანციიდან გასროლილი ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა. მატჩის მერვე წუთზე კუთხურიდან სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ვასილ ქისიევმა დაარტყა, ვოიაჟის კიპერი ბურთს აგილზე დახვდა და ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მეათე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ნიკა სეფაშვილმა დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ზურაბ მუსელიანმა დაარტყა და რომ არა ძელი, გოლი გარდაუვალი იყო. შეხვედრის 24-ე წუთზე ზურაბ მუსელიანს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლელობა, ამჯერად მის მიერ დარტყმული ბურთი ვოიაჟის კიპერმა, სოსო შარუხიამ კუთხურზე მოიგერია. ანგარიში თამაშის 36-ე წუთზე გაიხსნა, გოლი სტუმართა რიგებიდან გიორგი ხორხელმა გაიტანა - 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში წონასწორობა მალევე აღადგინეს, 41-ე წუთზე ვოიაჟის კარის მისამართით დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად გიორგი ვაზაგაშვილმა აქცია - 1:1.
 
შეხვედრის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, 55-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარის მისამართით ბურთს თორნიკე მუზაშვილი გზავნიდა, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. დაპირისპირების 65-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა. იგი გიორგი შეროზიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ახლო მანძილიდან თავით კარში გზავნიდა, თუმცა დარტყმული კიპერმა კუთხურზე მოიგერია. თამაშის 70-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან ზურაბ მუსელიანმა დაარტყა სტუმართა კარისკენ - ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა. მატჩის 78-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი კუთხური გაითამაშეს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავით კარისკენ ვასილ ქისიევი გზავნიდა, თუმცა ამ უკანასკნელს სიზუსტემ უმტყუნა. თამაშის 81-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია ვოიაჟის კარის დარაჯმა, 84-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანის დარტყმული. მატჩის უკანასკნელ წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა კვლავ ჯარიმიდან სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ამჯერად მის მიერ დარტყმული ბურთი სამიზნეს ასცდა.
 
ვიტ ჯორჯია II 1:1 ვოიაჟი
გოლები: 0:1 ხორხელი (36’) 1:1 ვაზაგაშვილი (41’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, შეროზია, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, ზარიძე, თაგვაშვილი (გვასალია 46’), ვაზაგაშვილი, ნაჭყებია (საღირაშვილი 62’), მუსელიანი, მუზაშვილი
 
ვოიაჟი: შარუხია, წერეთელი, ხორხელი (ლაშხი 62’), სეფაშვილი (აქირთავა 75’), ხეცურიანი, მურუსიძე, თედიაშვილი, მარგველაშვილი, ზანდარაშვილი, გორდაძე, რეხვიაშვილი

 
უკან დაბრუნება