U19 ლიგა: ვიტ ჯორჯიამ გორში დილა დაამარცხა

01 აპრილი 2018
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. გოჩა ერაძის გაწვრთნილი გუნდი გასვლით მატჩში გორის დილას დაუპირისპირდა. ვეტერინარებმა თამაში გამარჯვებით - 2:1 დაასრულეს.
 
დაპირისპირების მესამე წუთზე გუგა ჩიკაშუამ გორელთა შემტევის, გიორგი მინდიაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია. მეცხრე წუთზე კი ზაზა ბერიძის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. თამაშის მეთერთმეტე წუთზე დავით მანჯგალაძის გადაცემის შემდეგ გორელთა კარისკენ ზვიად ნაჭყებიამ გაისროლა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დაპირისპირების 22-ე წუთზე ლევან მეტრეველმა დაარტყა დილას კარისკენ, მასპინძელთა კიპერმა ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, ჯარიმიდან გოლი ნუკრი კაკულიამ გაიტანა და მასპინძელთა გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ანგარიშში წონასწორობის აღდგენაც მალევე მოახერხეს. შეხვედრის 32-ე წუთზე გორელთა კარის სიახლოევეს დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად ლევან მეტრეველმა აქცია - 1:1. აღნიშნული ეპიზოდიდან ოთხ წუთში დაჩი ჩადუნელმა შორიდან დაარტყა და მცირედით ააცილა გორელთა კარს. პირველი ტაიმის მიწურულს გოგა ხულორდავას გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა ჯაბა ლეშკაშელს, ამ უკანასკნელის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გორელთა მეკარემ მოიგერია.
 
თამაშის 53-ე წუთზე დავით მანჯგალაძემ საშუალო დისტანციიდან დაარტყა დილას კარის მიმართულებით, მასპინძელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ორ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს, გორელი მოთამაშეების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა ჯაბა ლეშკაშელმა, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში, ზუსტად დაარტყა კარში და ბურთი ბადეში გაახვია კიდეც - 2:1. შეხვედრის 77-ე წუთზე დაჩი ჩადუნელის მიერ დარტყმული ბურთი კიდევ ერთხელ მოიგერია გორელთა კიპერმა. თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯაბა ლეშკაშელმა კვლავ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ამჯერად მისი დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა კარს.
 
U19 ლიგა
დილა 1:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 კაკულია (25’) 1:1 მეტრეველი (32’) 1:2 ლეშკაშელი (55’)
 
დილა: მჭედლიძე, გოხელაშვილი, ხუროშვილი, ტერმაკოზაშვილი, კაკულია, გეგელაშვილი, ნასყიდაშვილი (გალაშვილი 58’), მინდიაშვილი, ბერიძე, ანანიაშვილი, რევაზაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, მუშკუდიანი, ბერიძე, მეტრეველი, აბდუშელიშვილი (გაბიტაშვილი 85’), ყურაშვილი, ჩადუნელი, მანჯგალაძე (მაისურაძე 69’), ნაჭყებია, ხულორდავა (ტყეშელაშვილი 75’), ლეშკაშელი
 
გაფრთხილება: მინდიაშვილი, ტერმაკოზაშვილი - ჩადუნელი, მუშკუდიანი
უკან დაბრუნება