რეგიონული ლიგა: სპაერი 2:0 ვიტ ჯორჯია II

05 აპრილი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვეტერინარები სტუმრად სპაერს დაუპირისპირდნენ. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მატჩი ანგარიშით - 0:2 დათმეს.

ვიტ ჯორჯიელებს მატჩის მსვლელობისას არაერთხელ შეეძლოთ მოწინააღმდეგის კარის აღება. მეშვიდე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის მიერ სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ირაკლი ზარიძემ დაარტყა და კარში წასული ბურთი კიპერმა მოიგერია. მეცამეტე წუთზე კი სპაერის საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან გოლის გატანა თორნიკე მუზაშვილმა სცადა, თუმცა ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა. გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ზურაბ მუსელიანსაც, რომლის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი დაპირისპირების 29-ე წუთზე მეკარემ მოიგერია. მეტოქის კარის აღების რეალური შესაძლებლობა ვიტ ჯორჯიელებს 69-ე წუთზე მიეცათ, თორნიკე მუზაშვილის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კვლავ მასპინძელთა კიპერმა მოიგერია. ანგარიში 83-ე წუთზე გაიხსნა, სპაერიდან გატანილი გოლით თავი თემურ ვაჩანძემ გამოიჩინა, მანვე დუბლი შეასრულა 85-ე წუთზე და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:2.
 
სპაერი 2:0 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 1:0 ვაჩანძე (83’) 2:0 ვაჩანძე (85’)
 
სპაერი: ფუტკარაძე, ანდღულაძე (ბაგალიშვილი 65’), ცაავა, თვარაძე (ბერიშვილი 80’), კიკალიშვილი, ქართველიშვილი, ივანიშვილი (გოგობერიშვილი 74’), ამაღლობელი, ვაჩნაძე, ყურულაშვილი, თავაძე
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, მეტრეველი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ჩიტიშვილი, ნიკოლეიშვილი, ვაზაგაშვილი, ზარიძე (საღირაშვილი 85’), ნაჭყებია (გვასალია 76’), მუსელიანი, მუზაშვილი
 
გაფრთხილება: ქართველიშვილი, კიკალიშვილი - ქისიევი, ვაზაგაშვილი

 
უკან დაბრუნება