ვიტ ჯორჯია II შინ დამარცხდა

11 აპრილი 2018
რეგიონალური ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია II მცხეთა პარკზე თბილისი სითის დაუპირისპირდა. მერაბ კოჭლაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეტოქესთან ანგარიშით - 1:3 დამარცხდა.
 
სტუმრებმა შეხვედრის დებიუტშივე მოახერხეს ანგარიშის გახსნა, მეათე წუთზე გატანილი გოლით თავი ბექა ხოჯანაშვილმა გამოიჩინა - 0:1. სამ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად საკუთარ აქტივში გოლი ლუკა მახაჭაშვილმა ჩაიწერა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე თბილისი სითის საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა გიორგი ვაზაგაშვილმა, ბურთი რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში გაეხვა - 1:2. საფინალო ანგარიში კი 71-ე წუთზე დაფიქსირდა, თბილისი სითიდან დუბლი შეასრულა ლუკა მახაჭაშვილმა - 1:3.
 
 
ვიტ ჯორჯია II 1:3 თბილისი სითი
გოლები: 0:1 ხოჯანაშვილი (10’), 0:2 მახაჭაშვილი (13’) 1:2 ბექა შუბითიძე (ავტოგოლი 44’) 1:3 მახაჭაშვილი (71’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი (ღირდალაძე 75’), სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, მეტრეველი, ზარიძე (თაგვაშვილი 75’), ვაზაგაშვილი, ნაჭყებია (საღირაშვილი 78’), მუსელიანი, მუზაშვილი

თბილისი სითი: ძიძიგური, ქიმერიძე (მეტრეველი 51’) ქარდავა, ბექა შუბითიძე, ფასანაძე, ომანაძე, მახაჭაშვილი, თიგიშვილი (ბიბილაშვილი 73’), ხოჯანაშვილი (ციხელაშვილი 78’), გიორგი შუბითიძე, ჯიქიძე
 
გაფრთხილება: ომანაძე
უკან დაბრუნება