შევარდენი Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

20 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეშვიდე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ლაშა ფირცხალაშვილის გაწვრთნილი გუნდი გათამაშების დებიუტანტ შევარდენს საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაუპირისპირდება.
 
განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - გათამაშებას კვლავ წაუგებლად განაგრძობს. ჩვენს გუნდს 6 ჩატარებული შეხვედრიდან 12 ქულა აქვს, 3 მოგება და 3 ფრე. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარებს მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები - 1 გოლი აქვთ გაშვებული.

შევარდენი - სატურნირო ცხრილში 8 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. 6 მატჩიდან იუნკერებს 2 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი, ხოლო გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 8:10-ზე აქვთ.

ურთიერთშეხვედრები

მას შემდეგ, რაც შევარდენი 1906 დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს, ვიტ ჯორჯია ოფიციალურ მატჩში არ შეხვედრია.

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღეს, ოთხივე გატანილი გოლი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. პირად აქტივში თითო გოლი აქვთ მითვლილი შოთა დავლაშელიძე, პაატა ღუდუშაურს, ცოტნე მოსიაშვილსა და გიორგი გეთიაშვილს.

შევარდენიდან მეტოქეთა კარი ორ-ორჯერ აიღეს დავით ოდიკაძემ და ომარ პატარკაციშვილმა. თითო გოლი კი გიორგი ჩიკვაიძემ, ბიჭიკო გედენიძემ, ფარიდ ნაბიევმა და მიხეილ როსტიაშვილმა გაიტანეს.

21 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

ჩვენს გუნდს 21 აპრილს 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ერთი შეხვედრა ვეტერინართა გამარჯვებით დასრულდა, სამ შემთხვევაში საყაიმო შედეგი დაფიქსირდა. ერთხელ კი მეტოქემ მოიგო.
2001 წელი უმაღლესი ლიგა დინამო თბ. 2:2 ვიტ ჯორჯია
2005 წელი უმაღლესი ლიგა დინამო თბ. 1:0 ვიტ ჯორჯია
2007 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 0:0 ბორჯომი
2012 წელი ფლეი-ოფი მერცხალი 1:2 ვიტ ჯორჯია
2017 წელი ეროვნული ლიგა 2 ვიტ ჯორჯია 1:1 რუსთავი
 
მსაჯები

ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ავაზაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ს. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ავაზაშვილმა უკანასკნელად გასულ სეზონში იმსაჯა. 2017 წლის 27 სექტემბერს ვიტ ჯორჯიამ გასვლით მატჩში წყალტუბოს სამგურალი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

შევარდენის მონაწილეობით გიორგი ავაზაშვილმა მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგა ორის მეორე ტურში იმსაჯა. იუნკერებმა გასვლით შეხვედრაში ნორჩი დინამო 3:2 დაამარცხეს.
 
უკან დაბრუნება