რეგიონული ლიგა: სარეზერვო გუნდმა სტუმრად იმარჯვა

25 აპრილი 2018

რეგიონული ლიგის ჯგუფის მორიგი ტურის მატჩი გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. ვეტერინარები გასვლით მატჩში თბილისი 2016- დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

 

მატჩის მეშვიდე წუთზე ჩვენი კარის მისამართით დანიშნული საჯარიმოდან პირდაპირ კარში დაარტყა ვალერი მათეშვილმა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა.

ანგარიში შეხვედრის მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა, ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მოწინააღმდეგის კარი გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო და ვიტ ჯორჯიელები დააწინაურა - 1:0.

დაპირისპირების 36- წუთზე ჩვენი კარის მისამართით ბურთს თავური დარტყმით ნიკა ჩაგუნავა გზავნიდა და ააცილა.

თამაშის 63- წუთზე სანდრო კეჟერაშვილის დარტყმული ბურთი ასცდა კარს, მანვე 76- წუთზე საკმაო მანძილით ააცილა სამიზნეს. შეხვედრის 88- წუთზე კი ჩვენი კარის მისამართით გიორგი წივილაშვილმა არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ დაპირისპირება ვიტ ჯორჯიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

 

თბილისი 2016 0:1 ვიტ ჯორჯია II

გოლი: ვაზაგაშვილი (14’)

 

თბილისი 2016: ჩალიგავა, კეჟერაშვილი, მამალაძე, კალაძე, საბა თოლორდავა, ლუკა თოლორდავა, მათეშვილი, ფირცხალავა (მაჭარაშვილი 63’), ჩაგუნავა, მიქაძე (ჩიქოვანი 48’), გაგნიძე (წივილაშვილი 56’)

 

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, მეტრეველი, ნაჭყებია (ჩადუნელი 90’), ვაზაგაშვილი, ზარიძე, მუსელიანი, მუზაშვილი (გვასალია 67’)

 
უკან დაბრუნება