ელიტ ლიგაზე U16 გუნდმა კვლავ იმარჯვა

27 აპრილი 2018

ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ზაზა დიდებაშვილი წვრთნის, ელიტ ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. 2002 წელს დაბადებულმა ვიტ ჯორჯიელებმა გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს განთიადს. მოზარდმა ვეტერინარებმა მეტოქე - 6:0 დაამარცხეს. მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი დიტო ლეკიშვილმა, ზაალ ვეშაპიძემ, გიორგი გუზიტაშვილმა და ნიკოლოზ ბოლქვაძემ გაიტანეს. დუბლი შეასრულა გეგა ბექაურმა.

ვიტ ჯორჯიელებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

გიორგაძე, შენგელია, ბეროზაშვილი, ცხვარიაშვილი, კიკნაძე, ვეშაპიძე, ბექაური, მახათაძე, მირზაშვილი, გუზიტაშვილი, ლეკიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ძიძიგური, მალაციძე, არჩვაძე, მაისურაძე, ბოლქვაძე, ცანკაშვილი, ტეფნაძე

ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდს 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.


უკან დაბრუნება