U19 ლიგა: მარცხი გასვლით მატჩში

29 აპრილი 2018

საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. გოჩა ერაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ცხინვალს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

 

მეთორმეტე წუთზე გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ზვიად ნაჭყებიას, იგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კიპერმა მოიგერია. ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა, გოლი საჯარიმო დარტყმით ლევან მეტრეველმა გაიტანა - 1:0. დაპირისპირების 21- წუთზე ჩვენი კარის მისამართით დადებული ჯარიმიდან ზურაბ ცხოვრებაძემ დაარტყა და ცოცხალ კედელში მყოფ მოთამაშეს მოარტყა, მანვე დამატებაზე სცადა კარისკენ ბურთის გაგზავნა, თუმცა საკმაო მანძილით ააცილა. თამაშის 23- წუთზე დაჩი ჩადუნელის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ნიკა მუშკუდიანმა ითამაშა, ვარდნაში დაარტყა და ფაქტობრივად ცარიელ კარს ააცილა. მატჩის 32- წუთზე ზურაბ ცხოვრებაძის მიერ თავით დარტყმული ბურთი გუგა ჩიკაშუამ მოიგერია. მასპინძლებმა ანგარიში 37- წუთზე გაათანაბრეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ზურაბ ცხოვრებაძემ გადაგზავნა - 1:1.

 

შეხვედრის 48- წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ზვიად ნაჭყებიას, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კიპერმა მოიგერია. მატჩის 72- წუთზე ჯაბა ლეშკაშელმა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა, კარისკენ გაგზავნა და მცირედით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში კუთხურიდან გათამაშებული ბურთი დაჩი ჩადუნელმა კარისკენ გაგზავნა და ააცილა. შეხვედრის 78- წუთზე ჯაბა ლეშკაშელმა დაარტყა ცხინვალის კარის მისამართით და ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა დაჩი ჩადუნელს 81- წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულ ვიტ ჯორჯიელს მცირედი დააკლდა შედეგიანი დარტყმის შესრულებამდე... აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჯაბა ლეშკაშელმა თავით დაარტყა ცხინვალელთა კარისკენ და რომ არა მეკარე გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის უკანასკნელ წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თერთმეტმეტრიანიდან გოლი ნუკრი ვაწაძემ გაიტანა - 1:2

 

 

U19 ლიგა

ცხინვალი 2:1 ვიტ ჯორჯია

გოლები: 0:1 მეტრეველი (14’) 1:1 ცხოვრებაძე (37’) 2:1 ვაწაძე (პენ. 90’)

 

ცხინვალი: ცომაია, ძნელაშვილი (მამფორია 65’), ნაფიშვილი, შენგელია, წაბრია (საგანელოძე 33’), კვირიკაშვილი, ვაწაძე, კლდიაშვილი, ქელდიაშვილი (დვალიშვილი 33’), ხაბალაევი, ცხოვრებაძე 

 

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბერიძე, მუშკუდიანი (აბდუშელიშვილი 65’), მეტრეველი, გაბიტაშვილი, ყურაშვილი, ჩადუნელი, მანჯგალაძე (მაისურაძე 41’), ნაჭყებია, ლეშკაშელი, ხულორდავა (მჭედლიძე 46’)

 

 

გაფრთხილება: ნაფიშვილი, მამფორია - გაბიტაშვილი, ნაჭყებია, ბერიძე

უკან დაბრუნება