ნორჩი დინამო 1:0 ვიტ ჯორჯია

30 აპრილი 2018
დღეს ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

მესამე წუთზე ჩვენი კარის მისამართით მეტოქე გუნდის შემტევმა თავით დაარტყა, ჯონი შეროზიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მეცხრე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, გათამაშებული ჯარიმიდან გოლი კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. მეთხუთმეტე წუთზე ნორჩი დინამოს საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ბურთს კარისკენ ცოტნე მოსიაშვილი გზავნიდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში მასპინძელთა კიპერმა ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩის 21-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გოგა ფიფიამ დაარტყა, ბურთს ჯონი შეროზია დაეუფლა. ჩვენი კარის მისამართით შეხვედრის 27-ე და 35-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ დაარტყა, თუმცა უხეიროდ. მატჩის 43-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმული ბურთი ნორჩი დინამოს მეკარემ - ბექა შეყრილაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ცოტნე მოსიაშვილს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი სამიზნეს, მცირედით ასცდა. დაპირისპირების 62-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ამჯერად მან ბესიკ ჩიმაკაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია.  აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის კიპერმა მოიგერია. თამაშის 77-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა, ჯონი შეროზიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
ნორჩი დინამო 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: კაკაშვილი (9’)

ნორჩი დინამო: შეყრილაძე, თოდუა, მელქაძე (გოგობერიშვილი 50'), ჩიმაკაძე, ბეროშვილი (შენგელიძე 79'), ფოფხაძე, ჩუკურა, კაშია (ტყეშელაშვილი 65'), თევზაძე, ფიფია, კაკაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ვეკუა (ვაზაგაშვილი 46'), კიკნაველიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი (ზარიძე 71'), კაკუშაძე, დავლაშელიძე(მუხულიშვილი 46')
 
გაფრთხილება: კაკაშვილი - მუხულიშვილი

 
უკან დაბრუნება