ელიტ ლიგა U16: ვიტ ჯორჯია 6:0 დიდუბე

03 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ზაზა დიდებაშვილი წვრთნის ელიტ ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე დიდუბეს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.

მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი გაიტანა დიმიტრი ლეკიშვილმა, თითო გატანილი ბურთი კი გეგა ბექაურის, ზაქრო მირზაშვილის, ნიკა ძიძიგურისა და ნიკოლოზ ბოლქვაძის აქტივშია.

ვიტ ჯორჯიამ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გიორგაძე, შენგელია, კიკნაძე, ცხვარიაშვილი, ბეროზაშვილი, ვეშაპიძე, ბექაური, მახათაძე, მალაციძე, მირზაშვილი, გუზიტაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: ცანკაშვილი, ბოლქვაძე, მაისურაძე, არჩვაძე, ლეკიშვილი, გიორგობიანი, ძიძიგური
უკან დაბრუნება