ცხინვალი 0:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

04 მაისი 2018
დღეს ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის მეათე ტურის შეხვედრა გამართა. მცხეთა პარკზე ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

საწყისი წუთები ორთაბრძოლაში წარიმართა. პირველი დარტყმა კარის მიმართულებით კი ვეტერინარებმა შეასრულეს. ცხინვალელთა საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაკიდებულ ბურთს თავი შოთა დავლაშელიძემ დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარის მისამართით გიორგი მაღალდაძემ დაარტყა, ბურთს ჯონი შეროზია ადგილზე დაუხვდა და ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 28-ე წუთზე ვეტერინარებმა კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში ცხინვალელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან სანდრო ქრისტესიაშვილმა დაარტყა, თუმცა საკმაოდ არაზუსტად.

მეორე ნახევრის დებიუტში, დაპირისპირების 50-ე წუთზე, შალვა ექვთიმიშვილის მიერ ცხინვალელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს მოწინააღმდეგის კარისკენ პაატა ღუდუშაური გზავნიდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ხსენებული მომენტიდან ორ წუთში ჩვენი კარის მისამართით საჯარიმო დარტყმიდან ნიკა წივწივაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 64-ე წუთზე ცხინვალელი მოთამაშეები საკუთარი კარის სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მყოფმა მოთამაშემ ხელით ითამაშა და მსაჯმა კიდევ ერთხელ მიუთითა თამაშის წესების დარღვევა. კიდევ უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა ცოტნე მოსიაშვილმა შეასრულა და რომ არა მეკარე, გოლი გარდაუვალი იყო... შეხვედრის 70-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა მიეცა ბექა კაკუშაძეს, მის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ ცხინვალელთა მეკარემ, შემდეგ კი ხარიხამ მოიგეირა. ვიტ ჯორჯიელებმა საწადელს 77-ე წუთზე მიაღწიეს, ანგარიში გიორგი ვასაძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა - 1:0. გატანილი გოლიდან სამ წუთში ვეტერინარებს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესანიშნავი შანსი მიეცათ, ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ კვლავ გიორგი ვასაძე ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ბურთი ხარიხამ მოიგერია, ამით შეტევა არ დასრულებულა, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ირაკლი ზარიძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კიპერმა მოიგერია. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ალეკო ჩაკვეტაძემ იხსნა, რომელმაც კარის ხაზიდან კობა შალამბერიძის მიერ დარტყმული ბურთი გამოიტანა.

ცხინვალი 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი: ვასაძე (77’)

ცხინვალი: კერესელიძე, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე, ცერცვაძე (ჯოხაძე 85'), მაღალდაძე, მეტრეველი, შალამბერიძე, ქრისტესიაშვილი (ნემსაძე 73'), ლობჯანიძე, წივწივაძე (ბარაბაძე 85'), გადრანი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, კიკნაველიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი (ზარიძე 66'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (ვეკუა 85'), დავლაშელიძე (ვაზაგაშვილი 75')
 
გაფრთხილება: მეტრეველი - გეთიაშვილი
 
უკან დაბრუნება