U16 ელიტ ლიგა: ვიტ ჯორჯიამ სტუმრად საბურთალოს სძლია

06 მაისი 2018

ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა საბურთალოს სკოლას გასვლით მატჩში დიდი სხვაობით - 5:1 სძლიეს. ვიტ ჯორჯიელთაგან სამი გატანილი გოლი დიმიტრი ლეკიშვილის პირად აქტივშია, თითო გოლი გიორგი გუზიტაშვილმა და ნიკა ბოლქვაძემ გაიტანეს.

 

ვიტ ჯორჯიამ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგაძე, შენგელია, ცხვარაშვილი, ბეროზაშვილი, კიკნაძე, ვეშაპიძე, ბექაური, მახათაძე, გუზიტაშვილი, ცანკაშვილი, ლეკიშვილი

 

შეცვლაზე შევიდნენ: მალაციძე, ბოლქვაძე, მაისურაძე, არჩუაძე, ძიძიგური, ტეფნაძე, გიორგობიანი

უკან დაბრუნება