საქართველოს თასი: ვიტ ჯორჯია Vs. დინამო ბათუმი | ვიტ ჯორჯია II Vs. საბურთალო

11 მაისი 2018
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ვიტ ჯორჯია ერთადერთი კლუბია, რომელიც თასის გათამაშების აღნიშნულ ეტაპზე ორი გუნდით: ძირითად და ფარმ გუნდით იყო წარმოდგენილი.
 
კენჭისყრის შედეგად, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი და ჩვენი კლუბის მენეჯერი - ირაკლი ხვედელიანი წარუძღვნენ, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდს მეტოქედ ეროვნულ ლიგის ლიდერი - საბურთალო ერგო. ვიტ ჯორჯიას ძირითადი გუნდი კი ურთიერთობას თანალიგელ ბათუმის დინამოსთან გაარკვევს.
 
ორივე შემთხვევაში მასპინძელი ვიტ ჯორჯია იქნება და მატჩები 13-14 ივნისს მცხეთა პარკზე გაიმართება.
უკან დაბრუნება