ვიტ ჯორჯია 0:0 დინამო ბათუმი

11 მაისი 2018
ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე ბათუმის საფეხბურთო კლუბ დინამოს უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.
 
შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ჯოვინო ფლამარიონმა დაარტყა და ააცილა. მანვე დაპირისპირების 38-ე წუთზე კვლავ არაზუსტად დაარტყა. თამაშის 41-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარის სიახლოვეს სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპვეს. სტანდარტიდან ბურთი გიორგი ვაზაგაშვილმა გაათამაშა და პაატა ღუდუშაურს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ მეტოქის კარს დაუმიზნა, დაარტყა კიდეც, თუმცა სტუმართა კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. სტანდარტიდან საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ბურთი საბოლოოდ საჯარიმოს გარეთ მყოფ გიორგი ვასაძეს მოუვიდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან დაარტყა და ააცილა.
 
შეხვედრის 50-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ბათუმელთა კარის მისამართით გიორგი ვასაძემ დაარტყა, ბურთს დინამოელთა მეკარე, მიხეილ ალავიძე დაუეფლა. მატჩის 71-ე წუთზე ჩვენი კარისკენ კვლავ ჯოვინიო ფლამარიონმა დაარტყა და ამჯერადაც არაზუსტად. ვიტ ჯორჯიელებს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ 74-ე წუთზე, მრავალცვლიანი კომბინაციის შემდეგ დამასრულებელ ფაზაში შოთა დავლაშელიძემ დაარტყა, კარისკენ გაგზავნილ ბურთს გზად მცველი გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა. დაპირისპირების 84-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ შორიდან დაარტყა სტუმართა კარის მიმართულებით, თუმცა ბურთს კიპერი ადგილზე დაუხვდა. დღევანდელი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ბათუმის დინამო გაშვებული გოლისგან მიხეილ ალავიძემ იხსნა, დინამოელთა საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ალეკო ჩაკვეტაძე გზავნიდა და რომ არა ბათუმელთა მეკარის თავგანწირული თამაში გოლი გარდაუვალი იყო.
 
ვიტ ჯორჯია 0:0 დინამო ბათუმი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მუხულიშვილი 62'), ღუდუშაური, ვაზაგაშვილი (კამლაძე 46'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე, დავლაშელიძე (ექვთიმიშვილი 76')
 
 
დინამო ბათუმი: ალავიძე, ფარტენაძე, ადამაძე, ქავთარაძე (თევდორაძე 65'), ვარშანიძე, აბუსელიძე (კვარაცხელია 81'), შარიქაძე (განუგრავა 75'), ჯანელიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, ფლამარიონი
 
 
გაფრთხილება: მოსიაშვილი - ფარტენაძე, ჩალაძე

 
უკან დაბრუნება