რეგიონული ლიგა: ცხუმი 0:0 ვიტ ჯორჯია II

15 მაისი 2018
რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში ცხუმს დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.
 
თამაშის მესამე წუთზე მასპინძელთა კარის მისამართით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გიორგი თაგვაშვილმა გაისროლა და სამიზნეს ააცილა. მეათე წუთზე ჩვენი კარის მისამართით შოთა აფშინაშვილმა დაარტყა, ვეტრინართა კიპერი, ლევან ისერგიშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა. შეხვედრის 29-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მანვე 34-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყა ცხუმის კარის მისამართით და მცირედით ააცილა. დაპირისპირების 42-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გაგა კუხიანიძემ დაარტყა, ბურთს ლევან ისეგიშვილი დაეუფლა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გიორგი თაგვაშვილის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი საკმაო მანძილით ასცდა მოწინააღმდეგის კარს.
 
თამაშის 76-ე წუთზე ჩვენი გუნდის კიპერს კიდევ ერთხელ მოუხდა საქმეში ჩართვა, მან ამჯერად ლევან ხიდაშელის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლაშა ნიკოლეიშვილს, თუმცა მის მიერ დარტყული ბურთი მასპინძელთა კიპერმა მოიგერია. შეხვედრის 83-ე წუთზე ცხუმის საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კარში ვასილ ქისიევი გზავნიდა და რომ არა მცველი, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, გოლი გარდაუვალი იყო. თამაშის 85-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გიორგი ჯალაღოინიამ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 89-ე წუთზე ბექა ყარსიმაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. დაპირისპირების უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტად სახიფათო იერიში აწარმოეს, დამასრულებელ ფაზაში კარში გიორგი გვასალიამ დაარტყა, თუმცა ბურთს მეკარე დაუეფლა.
 
ცხუმი 0:0 ვიტ ჯორჯია II
 
ცხუმი: გაბუნია, ხიდაშელი, ქორიძე, სულაქველიძე, ჯალაღონია, როსტიაშვილი, საბანაძე, ღონღაძე (ტკაჩოვი 86’), ყარსიმაშვილი, აფშინაშვილი, კუხიანიძე
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, მეტრეველი, ნიკოლეიშვილი, თაგვაშვილი, ჩადუნელი (საჯაია 63’), ნაჭყებია, მუსელიანი, გვასალია
 
გაფრთხილება: საბანაძე. ქორიძე, კუხიანიძე, ღონღაძე - გვასალია, თაგვაშვილი, ნაჭყებია, საჯაია
უკან დაბრუნება