მერანი Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

16 მაისი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ შეხვედრას 17 მაისს გამართავს. ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს სტუმრად დაუპირისპირდება.

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩვენს გუნდს კვლავ ყველაზე ცოტა გაშვებული ბურთი აქვს. გასულ ტურში ვეტერინრებმა შინ ფრედ ითამაშეს და უახლოეს მდევართან, ბათუმის დინამოსთან -  სამ ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. 

მერანი  -  უკანასკნელ ტურში სტუმრად თელავის წინააღმდეგ - ანგარიშით1:2 დამარცხდა. ჩვენს მომავალ მეტოქეს 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 11 ქულა აქვს და ათ გუნდს შორის ბოლოსწინა ადგილს იკავებს. 
 

ურთიერთშეხვედრები

ვეტერინართა და მარტვილელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ვიტ ჯორჯიამ მომავალი მეტოქის წინააღმდეგ დღემდე 21 ოფიციალურ შეხვედრა ჩაატარა, აქედან ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე 9-ჯერ დაამარცხეს, საყაიმო რეზულტატი 5 თამაშში დაფიქსირდა, 7 შემთხვევაში კი სასურველ შედეგს მარტვილელებმა მიაღწიეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ - 21:18 გახლავთ. უკანასკნელ შეხვედრაში ვეტერინარებმა მეტოქე მცხეთა პარკზე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს, გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი გეთიაშვილმა გაიტანა.
 

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებულ 11 შეხვედრაში ვეტერინარებმა 9 გოლი გაიტანს. მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გიორგი გეთიაშვილმა, პაატა ღუდუშაურმა და შოთა დავლაშელიძემ შეაგდეს.

მერანი -  ჩატარებულ 11 შეხვედრაში მარტვილელთა აქტივში 8 გატანილი გოლია, აქედან ყველაზე მეტი - 2 გოლი დათა სიჭინავას ანგარიშზეა.
 

17 მაისს ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

17 მაისს ვიტ ჯორჯიას ექვსი ოფიციალური თამაში აქვს გამართული. ჩვენი გუნდმა აქედან სამ
შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, სამში მოწინააღმდეგემ. 
2000 წელი უმაღლესი ლიგა კოლხეთი 2:0 ვიტ ჯორჯია
2004 წელი უმაღლესი ლიგა დინამო თბილისი 1:3 ვიტ ჯორჯია
2009 წელი უმაღლესი ლიგა სიონი 3:4 ვიტ ჯორჯია
2012 წელი უმაღლესი ლიგა დინამო ბათუმი 2:0 ვიტ ჯორჯია
2014 წელი

2015 წელი
უმაღლესი ლიგა

უმაღლესი ლიგა
ვიტ ჯორჯია

ვიტ ჯორჯია
0:1

1:0
ცხინვალი

კოლხეთი ფოთი
 

მსაჯები
 
ვიტ ჯორჯიასა და მარტვილის მერანს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ვარდიძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ახვლედიანი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი კ. გიორგაძე შეასრულებს.
 
უკან დაბრუნება