ვიტ ჯორჯია Vs. თელავი [პრევიუ]

24 მაისი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ, რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრას შინ გამართავს. 25 მაისს 17:00 საათზე ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები მცხეთა პარკზე თელავს უმასპინძლებენ.

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - თორმეტი ტურის შემდეგ ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. ვეტერინარებს გათამაშებაში კვლავ ყველაზე ნაკლები ბურთი აქვთ გაშვებული. 6 მოგება, 5 ფრე და ერთადერთი მარცხი, ჯამში 23 ქულა - ასეთი შედეგი უჩვენა ვიტ ჯორჯიამ განვლილ შეხვედრებში.

თელავი  - 18 ქულით სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება. გუნდმა 5 მატჩის მოგება მოახერხა, 3 თამაში ფრედ დაასრულა, 4 შემთხვევაში კი დამარცხდა.

 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯიასა და თელავს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა მიმდინარე სეზონში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა გასვლით მატჩში შოთა დავლაშელიძის გოლის წყალობით მეტოქე - 1:0 დაამარცხა.

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებულ 12 შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. გუნდის საუკეთესო გოლეადორები 2-2 გატანილი გოლით გიორგი გეთიაშვილი, შოთა დავლაშელიძე და პაატა ღუდუშაური არიან.

თელავი  -  გატანილი გოლების გრაფაში ჩვენი გუნდის მსგავსად კახელებსაც 10 უწერიათ. აქედან 6 ბურთი გიორგი ნიქაბაძის პირად აქტივშია.
 

მსაჯები
 
ვიტ ჯორჯიასა და თელავს შორის გასამართ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის, რომლსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კით. ხუბულური შეასრულებს.
 
დისკვალიფიკაცია

ხვალინდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თელაველთა რიგებიდან გიორგი ნიქაბაძე გამოტოვებს. ვიტ ჯორჯიელებს ამ მხრივ დანაკლისი არ აქვთ.
 
უკან დაბრუნება