ელიტ ლიგა U16: ვიტ ჯორჯია 5:2 ავაზა

24 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგაზე მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ავაზას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:2 დაამარცხეს. დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა გეგა ბექაურმა, თითო გოლი კი ლუკა არჩვაძემ, სოსო კარანაძემ და ნიკა მაისურაძემ გაიტანეს.

ვიტ ჯორჯიამ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგაძე, შენგელია, კიკნაძე, ცხვარიაშვილი, ბეროზაშვილი, ვეშაპიძე, მირზაშვილი, მახათაძე, ბექაური, გუზიტაშვილი, ლეკიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ცანკაშვილი, არჩვაძე, კარანაძე, მაისურაძე, ტეფნაძე, ბოქლვაძე, მალაციძე
უკან დაბრუნება