ელიტ ლიგა U16: ვიტ ჯორჯია 11:0 დომინანტი

27 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიას 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა ელიტ ლიგაზე მორიგი ტურის მატჩი გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს. ვეტერინარებმა დომინატს - 11:0 სძლიეს.

მოწინააღმდეგის კარში ორ-ორი გოლი ზაქრო მირზაშვილმა, ზაალ ვეშაპიძემ, გიორგი გუზიტაშვილმა და ნიკა მაისურაძემ გაიტანეს. თითო ბურთი საკუთარ აქტივში კი გეგა ბექაურისა და ნიკოლოზ ბოლქვაძის აქტივშია. ერთიც კი სტუმართა მოთამაშემ საკუთარ კარში გაიტანა.

დღევანდელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგაძე, შენგელია, კიკნაძე, ცხვარაშვილი, ბეროზაშვილი, ვეშაპიძე, ბექაური, კარანაძე, მალაციძე, მახათაძე, გუზიტაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გიორგიბიანი, ბოლქვაძე, ტეფნაძე, მაისურაძე, არჩუაძე, ცანკაშვილი, მირზაშვილი
უკან დაბრუნება