რეგიონული ლიგა: ქოჯაელი 2:1 ვიტ ჯორჯია II

29 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები სტუმრად ქოჯაელს დაუპირისპირდნენ და მეტოქესთან ანგარიშით - 1:2 დამარცხდნენ.

ვიტ ჯორჯიელებს შეხვედრის მეორე წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა მიეცათ. გიორგი ვაზაგაშვილმა ჯარიმიდან მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, ბურთზე ზვიად ნაჭყებიამ ითამაშა, დაარტყა კიდეც, თუმცა უხეიროდ. თამაშის მეშვიდე წუთზე ვასილ ქისიევმა შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა ქოჯაელის კარს. თამაშის მეცხრე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა მასპინძელთა კარისკენ, მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია და წინ დააგდო, დამატებაზე გოლის გატანას ლევან მეტრეველი შეეცადა, თუმცა სამიზნეს ააცილა. დაპირისპირირების მეჩვიდმეტე წუთზე ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა გიორგი გვასალიამ და მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ანზორ ბოქლვაძემ გაიტანა - 0:1. თამაშის 29-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით კვლავ ანზორ ბოლქვაძემ დაარტყა და კარს ზემოდან გადააცილა. შეხვედრის 31-ე და 33-ე წუთებზე ქოჯაელის კარის მისამართით შორიდან ჯერ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა, შემდეგ კი ზვიად ნაჭყებიამ, თუმცა ორივე შემთხვევაში ბურთი სამიზნეს ასცდა. თამაშის  43-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა ლევან მეტრეველმა და ეპიზოდიც განიმუხტა. ანგარიშში პირველი ტაიმის უაკანასკენლ წუთზე გათანაბრდა, გიორგი თაგვაშვილის მიერ კარისკენ გაგზავნილმა ბურთმა რიკოშეტის შედეგად მიმართულება შეიცვალა და ქოჯაელის კარის ბადეში გაეხვა - 1:1.

თამაშის 47-ე წუთზე კუთხურიდან საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, ზურაბ სეხნიაშვილმა თვით სცადა მასპინძელთა კარის დალაშქვრა, თუმცა ბურთი სამიზნეს ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში სტანდარტიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში კვლავ გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, ქოჯაელის კარისკენ ამჯერად ვასილ ქისიევმა დაარტყა თავით და ააცილა. დაპირისპირების 63-ე და 66-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილს მოწინააღმდეგის საჯარიმოში ორჯერ მოუხდა კუთხურიდან ჩაწოდება, პირველ შემთხვევაში ზურაბ სეხნიაშვილმა, მეორე შემთხვევაში კი ვასილ ქისიევმა ვერ დაარტყა ხეირიანად თავით და ეპიზოდიც განიმუხტა. მასპინძლებმა თამაშის 76-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად თავი გიორგი გაბრიაძემ გამოიჩინა - 1:2. დარჩენილ დროში ვეტერინარები არაერთხელ შეეცადნენ მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
ქოჯაელი 2:1 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 1:0 ბოლქვაძე (21’) 1:1 თაგვაშვილი (45’) 2:1 გაბრიაძე (76’)
 
ქოჯაელი: ვასაძე, გენძეხაძე, გაბრიაძე (ლეკიაშვილი 83’), გაბედავა, შაინიძე, ხახაშვილი, ხმელიძე, ჭურჭელაური, თედიაშვილი, ბოლქვაძე (ვარდუაშვილი 72’), ჭანტურია
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, მეტრეველი (შეროზია 61’) (ჩადუნელი 80’), ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, ვაზაგაშვილი, ნაჭყებია, თაგვაშვილი (ლეშკაშელი 72’), გვასალია, მუსელიანი
უკან დაბრუნება