საქართველო U20: ქავთარაძემ სასტარტოში დაიწყო - მუზაშვილმა 30 წუთი ითამაშა

31 მაისი 2018
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საკონტროლო შეხვედრა ეროვნული ლიგა ორის წარმადგენელთან ჩაატარა. მოზარდი ჯვაროსნები დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შევარდენს დაუპირისპირდნენ. მატჩი საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიელთაგან ნაკრებში გამოძახებულმა ნიკა ქავთარაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთი ტაიმი დაჰყო, ამ დროისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გუნდი შევარდენს ანგარიშით - 2:1 ამარცხებდა.

ნაკრებში მოწვეული კიდევ ერთი ვიტ ჯორჯიელი თამაშში მეორე ნახევრის მსვლელობისას ჩაერთო. თორნიკე მუზაშვილი მოედანზე 60-ე წუთზე გამოვიდა
უკან დაბრუნება