რეგიონული ლიგა: მესხეთი 0:7 ვიტ ჯორჯია II

03 ივნისი 2018
რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ ახალციხის მესხეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი მცხეთა პარკზე შედგა და ვეტერინართა გამარჯვებით - 7:0 დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა მოწინააღმდეგემ 9 კაცით დაიწყო, მატჩის დებიუტში კი მესხეთს ტრავმის გამო კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა... აქედან გამომდინარე თქვენს ყურადღებას მხოლოდ შეხვედრაში გატანილ გოლებსა და მათ ავტორებზე გავამახვილებთ.

დღევანდელ შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულეს ზურაბ მუსელიანმა და ჯაბა ლეშკაშელმა. ერთი გოლი კი გიორგი ვაზაგაშვილმა გაიტანა.

მესხეთი 0:7 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
1:0 მუსელიანი (10') 2:0 მუსელიანი (42') 3:0 მუსელიანი (47') 4:0 ვაზაგაშვილი (49') 5:0 ლეშკაშელი (55') 6:0 ლეშკაშელი (81') 7:0 ლეშკაშელი (83')

მესხეთი: მაისურაძე, ადეიშვილი, იგითხანიანი, თოდუა, მანუკიანი, ანიგბო, სარალიძე, ჭრელაშვილი, ალანია

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ქისიევი (ჩადუნელი 46'), სეხნიაშვილი, ამაშუკელი, მეტრეველი, ნაჭყებია, ვაზაგაშვილი (ლეშკაშელი 50'), ზარიძე, თაგვაშვილი, მუზაშვილი, მუსელიანი (შეროზია 63')

 
უკან დაბრუნება