გაგრა Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

07 ივნისი 2018
ეროვნული ლიგა ორის XIV ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდება. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
 
განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებული ცამეტი ტურის შემდეგ ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. ჩვენს გუნდს 6 მოგების, 5 ფრედ ნათამაშები მატჩისა და 2 მარცხის შემდეგ 23 ქულა აქვს.

გაგრა - ცამეტი ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მათ 20 ქულას მოუყარეს თავი. 5 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი. ასეთი შედეგი აჩვენეს განვლილ შეხვედრებში.
 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯია - გაგრას ურთიერთშეხვედრების ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ჯამში ეს ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალურად 24-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ვეტერინარებმა მეტოქე 14 თამაშში დაამარცხეს, ფრედ დასრულდა 5 მატჩი, მეტოქის სასარგებლო ანგარიში კი 5 შეხვედრაში დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 44:29-ზე გახლავთ.
 
ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - განვლილ 13 მატჩი ვიტ ჯორჯიამ 12 გოლი გაიტანა. აქედან ყველაზე მეტი, 3 გოლი - პაატა ღუდუშაურის აქტივშია. 2-2 გოლი კი შოთა დავლაშელიძემ და გიორგი გეთიაშვილმა გაიტანეს.

გაგრა - მიმდინარე სეზონში ჩვენი მომავალი მეტოქის ანგარიშზე 16 გატანილი გოლია. აქედან 5 ბურთი რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა, 3 თამაზ ლომსაძემ, ორ-ორი გოლი კი გოგიტა გოგატიშვილისა და ივანე ხაბელაშვილის აქტივშია.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და გაგრას შორის გასამართ ხვალინდელ შეხვედრას ბაკურ ნინუა განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ბ. ჟვანია გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს თ. ხუბულური შეასრულებს.
უკან დაბრუნება