U17 ლიგა: ვიტ ჯორჯია 5:0 სფფ აკადემია ზუგდიდი

09 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ვერცხლის ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე სფფ-ს ზუგდიდის აკადემიის გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.

მოწინააღმდეგის კარში ორ-ორი ბურთი ვაჟა კვაშილავამ და ნიკოლოზ მჭედლიძემ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ამირან ძაგანიას პირად აქტივშია.

U17 ვერცხლის ლიგა
ვიტ ჯორჯია 5:0 სფფ აკადემია ზუგდიდი
გოლები:
1:0 მჭედლიძე (20') 2:0 ძაგანია (30') 3:0 მჭედლიძე (35') 4:0 კვაშილავა (42') 5:0 კვაშილავა (55')

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ზავრაშვილი (ზიბზიბაძე 41'), მაისურაძე, ბრეგვაძე (ცხვარაძე 55'), ტურაშვილი, მჭედლიძე, ორდინიძე, მანჯგალაძე, ძაგანია, კეკელია (მორჩილაძე 15'), კვაშილავა

სფფ აკადემია ზუგდიდი: ხუბულავა, თირქია, ფიფია, კოკაია, ბუთბაია, აბლოთია, სიჭინავა (ჩარგაზია 41'), ხაბულიანი, ბუკია, ფორცხვერია (ფარცვანია 54'), ბიგვავა (ბოხუა 64')

გაფრთხილება: ხუბულავა
უკან დაბრუნება