U16 ლიგა: ვიტ ჯორჯია 6:0 ნორჩი დინამო

11 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას U16 გუნდმა ელიტ ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ნორჩ დინამოს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხეს. მეტოქის კარი სამჯერ დიმიტრი ლეკიშვილმა აიღო, ორჯერ კი გეგა ბექაურმა. ერთი გატანილი გოლი კი ზაალ ვეშაპიძის აქტივშია.

ვიტ ჯორჯიამ მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგაძე, შენგელია, კიკნაძე, ცხვარიაშვილი,ბეროზაშვილი, ბექაური, მახათაძე, გუზიტაშვილი, კარანაძე, მირზაშვილი, ლეკიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ტეფნაძე, ბოლქვაძე, მაისურაძე, არჩუაძე, ცანკაშვილი, მალაციძე, ვეშაპიძე
უკან დაბრუნება